2 დღიანი მოგზაურობა იმერეთიდან რაჭაში
ტურის მოკლე აღწერა :
ტურის ხანგრძლივობაა 2 დღე.
ამ ორი დღის მანძილზე მოვინახულებთ ჭიათურას (მათ შორის კაცხის სვეტს) და შემდეგ იმერეთის სოფელ ხრეითიდან მთა საწალიკის გავლით ლაშქრობით გადავალთ რაჭაში.ღამეს გავათევთ საწალიკეს მთაზე,ულამაზესია ღამით ეს მთა, გვექნება ძალიან დიდი კოცონი, კარვები სიმღერები და გემრიელი ვახშამი
მეორე დილით (რომელიც იმის თქმა არარის საჭირო რომ ძალიან ლამაზია, მითუმეტეს რაჭაში) ლაშქრობით ჩავალთ ტბა შაორზე. ცოტას წავითევზავებთ (თუ სურვილი იქნება) და შემდეგ მოვივლით ამბროლაურის რაიონის რამდენიმე საინტერესო ადგილს(მათ შორის ლომების მთას).საღამოს ისევ შაორის პირას კოცონთან ვახშამთან და სიმღერებთან ერთად მორჩება ჩვენი ტური და მზის ჩასვლასთან ერთად გამოვემართებით თბილისისკენ.
ტურის მანძილზე მოვინახულებთ
ჭიათურა :
-მღვიმევის მონასტერი
-25 (ადგილი საიდანაც ულამაზესი ხედია მთელი ქალაქის)
-კაცხის სვეტი
რაჭა:
-ყორღანო - უზარმაზარი გადასახედი საწალიკეზე (მთა რაჭაში, იმერეთიდან გადასასვლელი), რომლიდანაც ჩანს მთელი იმერეთი.ასევე ამ ადგილას თუ მაგალითად ქუდს გადააგდებთ უკან ამოაგდებს ქარი
-ხუტას სახლი - სახლი რომელიც საწალიკეზე მთაში წვერზე დგას სულ მარტო. ამ ადგილიდან კრუგში მოჩანს დათოვლილი მწვერვალები (მათ შორის სვანეთის მთები). უნდა ნახოთ სიტყვებით ვერავინ გადმოცემს
-შაორი - ულამაზესი ტბა, რომელიც სავსეა თევზებით და ლამაზი ხედებით.
-ლომების მთა - ეს ადგილი იმ მრავალ ადგილთაგანია, რომელიც საქართველოში არავინ იცის ადგილობრივების გარდა.ეს არის ლომების გამოსახულებები, უზარმაზარი კლდეები. რომლებიდანაც ფანტასტიური ხედები იშლება, წამოსვლა დაგენანებათ
-ნიკორწმინდა - ზუსტად 10 საუკუნის ტაძარი, რომელიც 2007 წელს შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.
ფეხით სავალი მანძილი ორივე დღეს 15-18 კმ
ტურის ღირებულება - 40 ლარი
ტური რომ შედგეს აუცილებელია 17 კაცი
ტურის ღირებულებაში შედის:
-კარვები
-ტრანსპორტირება - იმერეთსა და რაჭაში (პროვინციული სოფლები)
-პროფესიონალი გზამკვლევი ცხენებით!
სამოგზაურო აღჭურვილობა (აუცილებელი ნივთები)
-წყლის მოზრდილი ჭურჭელი (2ლიტრამდე)
-გამოსაცვლელი ფეხსაცმელი ან წინდები მაინც აუცილებლად
-სასურველია რბილ ძირიანი ფეხსაცმელები
-2 დღის საკმარისი საკვები, რაც გავიხარდება (ზოგი მარხვაზეა, ზოგიც დიეტაზე)
-თბილი ტანსაცმელები. ძალიან თბილი (მართალია მთელი ღამე დიდი კოცონი გვექნება დანტებული მაგრამ მაინც რომ არ გავცივდეთ)
-სასურველია მზისგან დამცავი ქუდები და სათვალეები
ძალიან ლამაზი ადგილები გველის და რამდენიმე ადგიილი უკვე შევსებულია ))))
* * *
დასაჯავშნად დაგვიკავშირდით 598-398-488 ნიკო