anri777
Crazy Member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 2180
წევრი No.: 141980
რეგისტრ.: 21-January 12
|
#44829060 · 9 Jun 2015, 00:28 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დღეს ჩამოვედი რაჭიდან
მოვიარე მთელი რაჭა, და მათ შორის მაღალმთიანი რაჭა, გოგლა, შოვი, ,,,,,,, ანუ შოვის მიმართულება და ჭიორა, ღები,,,,,,,,,,ანუ ჭიორას მიმართულება
მარშრუტი ასეთი მქონდა ქუთაისი-ტვიში-ალპანა-ამბროლაური-ონი,,,,,,,,,,,,, და მერე ზემო რაჭა ტვიში-ალპანათი იმიტომ წავედი, რომ ხვამლის მთა მინდოდა მენახა ისევ და ისევ, პლიუს, გზაც მინდოდა გამეგო რანაირი იყო
ქუთაისიდან ალპანამდე ( 51 კმ ) ზუსტად სამი საათი მოვუნდი ჯიპით, ანუ,,,,,,,,,,, გზას დედა აღარ ყავს, დამტვრეული ასფალტია სულ და იძულებული ხარ სულ ტორმუზ ტორმუზ იარო, გრუნტის გზა მაინც ყოფილიყო, ცოტა ჩქარა წავიდოდა კაცი, აკ კი,,,,,,,,,,სადაც გრუნტის გზა იყო, იქაც იამკები იყო სულ, ანუ, ამაზე ჩქარა პროსტა შანსი არაა ვერ ივლი ( საშუალო სიჩქარე 17 კმ საათში )
ალპანამდე ჩავედი და ეხლა ვიფიქრე, ამბროლაურამდე უკვე კაი გზა იქნება თქო, ალპანა-ჭრებალო, იგივე ვარიანტია, ცოტა უკეთესი, დედა აქ ნატირები გზას, ჭრებალოდან კი სულ ახალი ასფალტი მიდის ონში, ონის მერეც, ასე 15 კმ და ვსიო, მერე ისევ საშინელება
გინდა შოვის მიმართულება და გინდა ჭიორას მიმართულება, გზა აღარაა უკვე, ნაფრონტალს გავს იქაურობა, ჯიპი თუ არ გყავს, არც უნდა გაბედო მანდ სიარული ( ნუ პაგადივით საჭე შეგრჩება ხელში მხოლოდ )
სოფლები დაცლილი, ონი სანახევროდ დაცლილი, მოკლედ, საშინელ დღეშია ლეჩხუმიც და რაჭაც
|