აღმოაჩინე შენი ბუნება ყაზბეგის ტურში - 18.05.2014
https://www.facebook.com/events/1391575547794669/ტურის თარიღი: 18.05.2014
ხანგრძლივობა: 1 დღე
ტურის დასაწყისი - 09:00
ტურის დასასრული - 20:00 – 21:00
მარშრუტი: თბილისი - ანანური - ყაზბეგი - დარიალის ხეობა - თბილისი ( 350კმ.)
დილიდან გავემგზავრებით დაბა სტეფანწმინდის (ყაზბეგი) მიმართულებით.
გზად მოვინახულებთ ანანურის ციხეს (XVIIს.), რომელიც მდინარე არაგვის პირასაა აღმართული და ამაყად გადმოჰყურებს ულამაზეს ჟინვალის წყალსაცავს.
გავივლით სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურსა (2200 მ.) და ჯვრის უღელტეხილს (2400 მ.). საქართველოს სამხედრო გზის ეს მონაკვეთი ერთ-ერთი ულამაზესი და ამაღელვებელია თავისი თვალწარმტაცი ხედებითა და ბუნებით.
სტეფანწმინდის მთავარი მოედნიდან ფეხით, მთის ბილიკით (საფეხმავლო მარშრუტი 1,40 საათი) გავემართებით გერგეთის ყოვლადწმინდა სამების (XIV ს.) ტაძრისაკენ. იგი ზღვის დონიდან 2200 მეტრზე, მთის მწვერვალზეა აღმართული, საიდანაც ყაზბეგის მყინვარწვერის (5047 მ.) ულამაზესი ხედი იშლება.
პიკნიკის შემდეგ გავემართებით დარიალის ხეობაში, სადაც ვეწვევით ახლად აშენებულ მთავარაგელოზების მიქაელისა და გაბრიელის სახელობის მამათა მონასტერს (XXIს.), რომელიც საქართველო-რუსეთის საზღვართან მდებარეობს.
შემდეგ გავუყვებით თვალწარმტაც ხეობაში შემავალ ბილიკს რომელიც მდინარის პირას მიუყვება და მივადგებით ულამაზეს გველეთის ჩანჩქერს, რომელიც ორ საფეხურად გადმოსჩქეფს, ზემოდან კი სადარაჯო კოშკის ნანგრევები გადმოჰყურებს. (საფეხმავლო მარშრუტი 30 წუთი).
უკან დაბრუნებისას დავათვალიერებთ სოფელ სნოში, მდინარის პირას კლდოვან გორაკზე აღმართულ სნოს ციხეს (XVIს.) და ახლად აშენებულ ვახტანგ გორგასალის სახელობის ტაძარს.
საღამოს დაბრუნება თბილისში.
საფასური:
18 კაციანი ჯგუფი - კაცზე - 70 ლარი => 35 ლარი
ტურის ღირებულებაში შედის:
1. ტრანსპორტირება (მძღოლი, საწვავი);
2. გიდის მომსახურება
3. ფოტოგრაფის მომსახურება
4. პიკნიკი:
მწვადი
ქათამი (შემწვარი)
ყველი
ხაჭაპური
პომიდორი
კიტრი
ლობიანი
ლავაში
სალათები
ფანტა
კოკა-კოლა
ტკბილეული
ერთჯერადი ჭიქები, თეფშები, დანა-ჩანგლები
გასვლა: 18 მაისს (კვირა) - სასტუმრო „რედისონი“-ს მიმდებარე ტერიტორიიდან (ვარდების მოედანი)
გამგზავრება კომფორტული მიკროავტობუსით.
აქციის განსახორციელებლად საჭიროა მინიმუმ 18 ადამიანი (თუკი საკმარისი რაოდენობა არ შეგროვდება გადახდილი თანხა უბრუნდება მომხმარებელს)
შეგიძლიათ შეიძინოთ შემდეგ საიტებზე:
http://hotdeals.ge/offer.php?id=5761http://boomsale.ge/index.php?productid=331http://mydeal.ge/deal/5367712289a6chttp://deals.ge/deal?id=566http://www.swoop.ge/offers/55141თუ თქვენ შეგემნათ გარკვეული პრობლემა ვაუჩერის შეძენასთან დაკავშირებით, მობრძანდით ჩვენთან ოფისში და დაგეხმარებით (მაგ. დაგარეგისტრირებთ, თუ არ ხართ დარეგისტრირებული და შეგაძენინებთ ვაუჩერს.)
იმოგზაურეთ Face Travel-თან ერთად
ელ-ფოსტა: natia@facetravel.ge
Face Travel
პუშკინის 10
2-15-88-88
სამუშაო დრო:
ორშ-პარ 11:00 - 20:00
შაბ 10:00-17:00
My Webpage