ეს არის სქემები აისის სასწავლო სლაიდიდან მცირე კომენტარებით ...
: ლაშქრობის დაგეგმვა :
1). იდეის ფორმირება (სად გავდივართ და რატომ?) - გავიდეთ ბუნებაში? OK ... სად და რატომ? ნორმალურ შემთხვევებში იდეის ფორმირება ხდება გასვლის ლიდერის თავში, მის იდეას უნდა აყვეს ის ხალხი, ვისაც წაიყვანს.
2). ჯგუფის ფორმირება და რესურსები (ეკიპირება, მატერიალ.) - როცა ვიცით სად გავიდვართ და რატომ შემდეგ ხდება წამსვლელთა ჯგუფის ფორმირება და რესურსების განსაზღვრა.
3). მარშრუტის შედგენა (რას გავივლით?) და მარშრუტის გავლის გრაფიკი (რა დროში გავივილით?)
4). ფიზიკური და ტექნიკური მომზადება
ეს 4 ფაქტორი დაწვრილებით:
>> იდეის ფორმირება >>
მიზანი - რისთვის გავდივართ?
მაგ. ლამაზი ადგილის ნახვა, დასვენება მცირე ფიზიკური აქტიობით, სასწავლო გასვლა და ა.შ.
სავარაუდო შედეგი - რას ვიღებთ გასვლიდან?
მაგ. ვიმაღლებთ გამძლეობას, უკეთ ვეცნობით ჯგუფს და ა.შ.
შეზღუდვები - დროში, ტვირთის წონაში, ამინდი
მაგ. 12:00-ზე უნდა ვიყოთ თბილისში, ვმოძრაობთ ღამით, ან სპეციალურად წვიმაში, ზურგჩანთის მინიმალური წონაა 10 კგ და ა.შ.
მოულოდნელი ფაქტორები - წინასწარ უცნობი მოვლენები
მაგ. ამინდის მკვეთრი ცვლილება, წვრილმანი დაბრკოლებების მაღალი ხარისხი და ა.შ.
>> ჯგუფის ფორმირება და რესურსები >>
ლიდერის ამოცანაა განსხზღვროს: ჯერ ჯგუფის ფორმირება, თუ ჯერ მარშრუტის შედგენა და შემდეგ მარშრუტზე ჯგუფის მორგება?
I - ჯგუფის შემადგენლობა განსაზღვრავს მარშრუტს - მაგალითად: ლიდერს უნდა წაიყვანოს მეგობრები რომლებიც აზრზე არ არის ლაშქრობის ... ამ შემთხვევაში არ უნდა წახვიდეთ შორს და რთული რელიეფით, უნდა იაროთ ნაცნობ ადგილებში (მაგ.: ნეტით შეგიძლიათ ამომწურავი ინფოს მიღება ადგილზე) და შორს არ უნდა გაცდეთ დასახლებულ პუნქტს.
ამისთვის იდეალურია არმაზის ხეობა. ტრასიდან 2 კმ-შია არმაზის ციხე, ლამაზი ბუნება, ხეობები, წყალის არ არის პრობლემა, თუ რამეა სწრაფად ხდება მოსახლეობაზე გასვლა და ა.შ.
II - მარშრუტი განსაზღვრავს ჯგუფის შემადგენლობას - მაგალითად ლიდერს უნდა 2-3 დღიანი 20-30 კმ-იანი ლაშქრობის მოწყობა მთებში ... ამ შემთხვევაში მან უნდა წაიყვანოს ისეთი ხალხი ვისაც ამ მარშრუტის დაძლევის თავი აქვს. ანუ მარშრუტი ადგენს ჯგუფის შემადგენლობას. თუ ვინმემ ვერ გაქაჩა, ლიდერს დიდი ალბათობით ლაშქრობა ჩაეშლება ...
ჯგუფის ფორმირებისას ვითვალისწინებთ:
- წევრების ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას - უნდა ერთია და რამდენად შეუძლია მეორე ...
- ეკიპირების არსებობას და ხარისხს - თუ არ გაქვთ ლაშქრობის შესაბამისი ეკიპირება, არ უნდა წახვიდეთ ასეთ ლაშქრობაში.
- ინტერესთა თანხვედრას - თუ ისეთ ხალხს წაიყვანთ, ვისაც არ აინტერესებს თქვენ რაც გაინტერესებთ ამ ლაშქრობაში, გუნდის გახლეჩვა და უკმაყოფილება (კონფლიქტიც კი) გარდაუვალია ... "თუ არ გინდოდა რას მოდიოდი" - უნდა გამოირიცხოს ტყეში ...
>> მარშრუტის შედგენა >>
ინფორმაციის მოპოვება ლაშქრობის ჩატარების ადგილზე.
1). რუკებით - უნდა იცოდეთ რუკის კითხვა. გაითვალისწინეთ რომ რუკებზე ხშირად უზუსტობები და შეცდომებია.
2). საჰაერო გადაღება - Google Earth, ვიკიმაპია. საკმაოდ კარგ წარმოდგენას იძლევა ადგილზე.
3). ადგილმდებარეობის ფოტოები - უშუალოდ ადგილზე გადაღებული სხვისი ფოტოები.
4). აღწერა - სხვის მიერ აღწერილის წაკითხვა. როგორც წესი აღწერა ძალიან სასარგებლო ინფოების შემცველია.
მარშრუტის გავლის გრაფიკი
- უნდა დაისახოს მარშრუტის პირველი (აქედან გავდივართ) და ბოლო პუნქტი (აქ ვასრულებთ).
- სიარულის სიჩქარე. რა ტემპით გადაადგილდებით.
- შესვენების და გაჩერების ადგილები.
- დათქმული დრო (ბოლო ვადა/დედლაინი) - ანუ როდის სრულდება ლაშქრობა.
>> ფიზიკური და ტექნიკური მომზადება >>
ნავიგაცია - რუკა, კომპასი, დურბინდი და ა.შ.
კავშირი - რაცია, მობილური, სასიგნალო საშუალებები
წყალი და საკვები - რამდენი მიგვაქვს? არის თუ არა ადგილზე შევსების საშუალება
უსაფრთხოება - თოკი და ა.შ.
სამედიცინო უზრუნველყოფა - მინიმალური სამედიცინო პაკეტი.
ფული - მაგ.: ექსტრემალური სიტუაციისას დროზე რომ წამოხვიდეთ სახლში.
-----------
დამხმარე მასალები
თვითგადარჩენის ინდივიდუალური კომპლექტი
http://www.aisiforce.org/forum/viewtopic.php?f=21&t=1175კვება ლაშქრობაში
http://www.aisiforce.org/forum/viewtopic.php?f=21&t=1706საქართველოს შხამიანი ქვეწარმავლები
http://www.aisiforce.org/forum/viewtopic.php?f=21&t=1171ერთერთი ლაშქრობის აღწერა
http://www.aisiforce.org/forum/viewtopic.php?f=21&t=1193