დახმარება მჭირდება.
ვინც იცის მომწერეთ, გთხოვთ.
ამ კვირის ბოლოს, გვინდა მოვაწყოთ ლაშქრობა ჩარგალში.
არ ვყოფილვართ არავინ მანდ.
გვინდა კარვების გაშლა, მაგრამ აქედან ერთი მოზრდილია, ანუ, ვერ დავშლით და გადავიტანთ...
როგორ დავგეგმოთ ისე, რომ რამე არ "გავმაზოთ".
გუგლის რუქები არ იხსნება ბოლომდე.
ინტერნეტში კი ვერც ვნახე რაიმე კარგი მარშუტი, ფაქტიურად არაფერია.
ვაჟას დიდ პატივს ვცემ, მაგრამ სახლ-მიზეუმს ვერ ვნახავთ, რადგან 20-მდე ვართ და მანქანებით ვერ ვრისკავთ, ამიტომ მარშუტკას ვქირაობთ და ორ დღეში მოგვაკითხავს...
გვინდა არაგვთან, ჩანჩქერებთან, "ცოტა ველურ" ადგილას, თან არ დავიკარგოთ და სადაც გავალთ, დავბრუნდეთ კიდეც მშვიდობიანად. მითუმეტეს არამგონია რომ მობილური იქ იჭერს...
აქვე, შემთხვევით ვნახე აბდულაურის ტბაზე რაღაც პატარა განცხადება, თითქოს არც ისე შორს არ უნდა იყოს (ასე ჩანდა), მაგრამ ინტერნეტში ამ ტბაზე არაფერი მოიძებნა....
მოკლედ მირჩიეთ რამე, ვინც გამოცდილი ხართ. სად ჯობია კარვების გაშლა, და რა მარშუტებია...
იქნებ ფოტოებიც გაქვთ რომ დადოთ?
წინასწარ მადლობა ყველას
This post has been edited by HiStorian on 7 Aug 2014, 03:56