შევეცდები, დაწვრილებით დავწერო, რაც ვიცი. კარგა ხანია, მაქეთ ვერ გავაღწიე და ტრანსპორტის ფასები არ ვიცი მხოლოდ.
1). რითი ჩახვიდეთ.
როგორც ვატყობ, თქვენი ტრანსპორტით არ უნდა წახვიდეთ. მაგ შემთხვევაში ცადიხართ გინდ ზემო, გინდ ქვემო ალვანში ანუ ახმეტის რაიონში, თუმცა ქვემო ალვანი ჯობია. იქ სოფლის ბირჟაზე მუდამ ირევიან ადგილობრივი ტაქსები - ჯიპები. შეგიძლია, მათ გაჰყვე ან კამაზი თუ დაგედარათ, ბევრად იაფად ახვალთ. თუ სპეციალურად ქირაობთ, სადამდეც გინდათ, იქ მიგიყვანთ.
2). რისი ნახვა შეიძლება 3-4 დღეში.
3). რომელ სასტუმროში შეიძლება ფეხით გაჩერება, ფეხით სასიარულოც რომ იყოს.
მოდი, ამ ორ პუნქტზე ერთად გიპასუხებ.
3-4 დრეში ფეხით ბევრს ნახავ, მაგრამ ყველაფერს ვერა. მანქანით ჩვენ მოგვისწრია მთელი თუშეთი, ფეხით კი გაგიჭირდებათ. თან არ ვიცი, როგორი მოსიარულები ხართ. თუ ტქვენ ერთ ადგილზე დაბინავება და მის ირგვლივ მოძრაობა გინდათ, მაშინ ომალოში გაჩერებას გირჩევთ. მაქედან ერთ დრეში შეგიძლიათ გახვიდეთ დიკლო-შენაქოში და უკანვე დაბრუნდეთ, ოღონდ დილითაც ადრე გადით და კარგადაც უნდა იაროთ. მეორე დღეს შეგიძლ;იათ გომეწრის ხეობაში გადახვიდეთ - ეგ ბევრად ახლოა. მით უფრო - დოჭუ, რომელსაც მე კვავლოს შემდეგ თუშეთის უმაგრეს სოფლად მივიჩნევ. დოჭუს ჩაყოლებაზეც შეიძლება ჩასვლა, მაგრამ იქ განსხვავებული არაფერია - ბეღელაში თუ სეივლით, მაგრამ მეგირჩევთ, დოჭუდან გოგრულტაშია ხვიდეთ - არც ისე ბევრია სასიარულო და კარგი ხედები ჩანს. ან თუ კარგი მოსიარულეები ხართ, დოჭუდან გომეწრის ხეობას ჩაჰყევით, იქაურ სოფლებსაც ნახავთ და წოვათაშიც გადადით, მაგრამ იქ გზები ცოტა ჩაშლილია და როგორ ივლით, არ ვიცი. წოვათიდან იმავე დღეს დაბრუნდებით დოჭუში და მანდ გაჩერდით სასტუმროში - მაქაც ბევრია, ან თუ მაქამდე ვერ მოასწრებთ, ჯვარბოსელშიცაა სასტუმრო - ვაჟა კარდლიძე, ძალიან კარგი მასპინძელი გეყოლებათ. თუ მანდ გაჩერდებით, მესამე დღეს დილით ნაყაიჩოს უღელტეხილით პირიქითში შეგიძლიათ გადასვლა გირევში და მერე დაუყვებით თავქვე დართლოსკენ, ოღონდ ეგ ცოტა მაღალი უღელტეხილია და იქნებ ვერ იაროთ იმხელა სიმაღლეზე. თან უმეგზუროდ გზა არ დაგებნეთ... ამიტომ მაინც დოჭუში გირჩევთ დაბრუნებას და მესამე დილას იქიდან გადადით პირიქითში, ოღონდ უკვე - დართლოში, თუმცა მაგ შემთხვევაში გირევი-ფარსმა-ჭეშოს ვერ ნახავთ. დართლოში დანოსაც დაათვალიერებტ და - კვავლოსაც, მაგას კი მოუნდება მთელი დღე. მეოთხე დღეს დართლოდან წამოხვალთ.
საერთოდ, იქიდან წამოსვლა უფრო იაფია, ვიდრე - ასვლა. მთიდან მანქანები ბარში რომ მოდიან, გამყოლები უფრო იაფად დაჰყავთ, სეზონზე კი გაცხოველებული მიმოსვლაა.
კიდევ რამდენიმე ზოგადი რჩევა: თუშეთში სასტუმროები არაა პრობლემა, ლამის ყველა სოფელშია, დიდ სოფლებში კი - რამდენიმეცაა და არცევანის სასუალებაც გაქვს. ფასებიც 50-60 ლარის ფარგლებში იყო - სამჯერადი კვება, ცხელი წყალი, კომფორტული საწოლები... მთაში რაც შეიძლება იყოს კომფორტი, აქვთ კიდეც. კვებაც კარგია - თუშები სტუმმართმოყვარე ხალხია და ესმით ტურისტების პატივისცემა. კარდლიძეებზე რომ ვტქვი, კარგი მასპინძელი გეყოლებათ-მეთქი, არ გეგონოს, ეგენი გამონაკლისები იყვნენ - თუშეთში ცუდ მასპინძელს რომ გადაეყარო, ძაან უნდა ეძებო, მაგრამ არც მეგულება მასეთი არავინ.
ალვანში მაინცდამაინც ბირჟაზე ჯიპების ძებნა ტუ არ გინდა, შემიძლია დაგაკავშირო მძღოლებს და დაგიგდგენენ, როდის მიდის კამაზი, როდის - ჯიპი, იქნებ ვინმეს შეამხანაგება უნდოდეს იმ ჯიპში და ასე უფრო იაფად გამოხვალთ. ასევე შემიძლია დაკავშირება მტაში სასტუმროს მეპატრონეებთან, ადგილი რომ შეგინახონ.
პ.ს. ტურ-ოპერატორი არ გეგონო. უბრალოდ, თუშეთს ბევრ თუშზე უკეთ ვიცნობ.
4). ბიუჯეტს რაც შეეხბა, ტრანსპორტის ფასი არ ვიცი, სარშან როგორი იყო, მაგრამ საწვავის გამო ეგეც გაძვირდა. სასტუმროები დაგიწერე - ეგეც შარშანდელი და წლეულს რა იქნება, ჯერ არ ვიცი. თქვენც შეგიძლიათ დათვალოთ მიახლოებით, მაგრამ თუ 3-ნი იქნებით, გაიყოფთ მანქანის თანხას. იქ ადგილზეც შეიძლება მანქანების ან ცხენების დაქირავება, მაგრამ ცხენს მანქანა ჯობია - ლამის იგივე ფასია და უფრო კომფორტულად ივლით. სასტუმროების მეპატრონეებსვე ჰყავთ მანქანები.
კიდევ ტუ რამე დაგაინტერესებს, მკითხე - თუშეთოლოგი ვარ.
kapoo"მე ვიცხოვრე ჩემი ხალხისთვის და არა უკვდავებისთვის" - თურქეთის ქართველთა ილია ჭავჭავაძედ წოდებული ახმედ მელაშვილი.
"ფერეიდანის მიწაზე საქართველოს სული ვარ" - ფერეიდნელი ქართველი არსენ ონიკაშვილი.
"ცხოვრებას კვლავ აღმა მივყვები ჯიუტად კალმახის ჟინითა".