ეხლა მოვედი სახლში
მოკლედ გადასარევი მოგზაურობა გამომივიდა,ოღონდ თემის ავტორისგან განსხვავებით მე მარშრუტი აბანოთუბნიდან დავიწყე.მოვინახულე ათეშგა,რომელიც დაკეტილი დამხვდა(როგორც ამიხსნეს,6ზე იხსნება თურმე).შემდეგ ტურისტული ბილიკით ჩავედი ამაღლების ქუჩაზე და ავუყევი კოჯრის გზას.მაჭახელასთან ჩემდასამარცხვინოდ ავტობუსმა მაცდუნა და კოჯრის ცენტრამდე ავყევი.
ჩემგან რამდენიმე მეტრის მოშორებით 2 ქალბატონიც მოსეირნობდა 18-19 წლის გოგონებთან ერთად.ციხეზეც ერთად ავედით,ოღონდ დედებმა გოგოები ზემოთ არ ამოუშვეს
ხედი იმდენად ფანტასტიურია,რომ,რომ ჩამოვჯექი და გადავხედე,კიდევ კარგახანს არ ავდგებოდი,ქალბატონების ხმას რომ არ გამოვეფხიზლებინე.ისინი ციხის ამოსასვლელთან იდგნენ და რომ ვერ დამინახა წითელკაბიანმა,კინაღამ მოსასულიერებელი გახდა.ძალიანაც კი არ მინდოდა ჩამოსვლა,მაგრამ შემრცხვა.და რომ ვუთხარი,უძოთი ვაპირებთქო გადასვლას,ისე გადმომხედა,ხმა გავიკმინდე
მოკლედ,სასიამოვნო და გრილი გზა იყო,სავსე ქლიავის და ტყემლის და ასევე ჯერ მკვახე შინდებით დახუნძლული ხეებით.საკმაოდ გრილიც-ჟაკეტი მეცვა ჩამოსვლისას.ხოდა ისსტორიაც გავიგე,რად ჰქვია თურმე "უძო".
მოკლედ,დიდი მადლობა ჩემს შთამაგონებელ
Tobuldar -ს