მწვადი ლაშქრობაში, მითუმეტეს მრავალდღიანში - გონებამახვილობაა

საზამთროც არ დაგვავიწყდეს, დასაყოლებლად.
იმჰო თუნდაც პირველი დღისთვის, პირველი დღე ზუსტად მაგისთვის არაა, რომ მწვადებზე დრო და ტემპი დაკარგო.
საერთოდ, ძირითადად პურის პრობლემაა. ორცხობილა მსუბუქია, მარა ბევრი ადგილი უნდა. ყველაზე კარგია ნამდვილი კახური შოთი თუ იშოვე, წინასწარ უნდა დაჭრა და გაახმო (ცოტა დატკეპნი და ისე). გამოდის კომპაქტური, გემრიელი და იდეალური სახრამუნო.
დანარჩენი:
1. ჭვიშტარი (მჭადში მოზელილი ყველი და ისე გამომცხვარი), არაა ძალიან მაღალკალორიული, ამიტომ რაც შეიძლება ცხიმიანი ყველით, ან ზეთი ზომაზე ცოტა მეტი. თუ მოინდომებ და ოთხკუთხედებს გამოაცხობ(ინებ), მოხერხებულიცაა.
2. რა თქმა უნდა ჩურჩხელა (მე პირადად - დასავლური - თხილით და სიმინდის ფქვილით).
3. თხილი - დარჩეული და მოხალული (ნესტიანდება, კარგად უნდა შეფუთვა).
4. შებოლილი ყველი (დაწნული, ე.წ. ლარიანი) - კაი რამეა
5. "კიბოს კისერი" დავამუღამე კიდევ საფუძვლიანად, ვინ - როგორ. კარგია მრგვალი შავი დრაჟეც (თხილი შოკოლადში), მარა შესარჩევია - ზოგი სიცხეში დნება,
6. თაფლი, არაქისის კარაქი. უნდა ჩატუმბო მაიონეზის სახურავიან პაკეტში. საჯახირო კია, მარა ღირს - მოხერხებული სატარებელია, რამდენსაც გინდა გამოწუწნი, და არც არავინ შეგეზიარება

.
7. ხალვა დაფასოებული (არა ის სუპერტკბილი საძაგლობა, ირანული თუ რაღაც რომაა, არამედ უნდა შეარჩიო კარგი. უკრაინული, რუსულიც შემხვედრია. ჯობია არაქისის, თეთრი, და არა მზესუმზირის)
8. ერთმა მოხარშული კვერცხის ბრიკეტები გააკეთა (ბადრიჯნის საწურითო). რა ვიცი, მგონი კარგი იდეა იყო.
9. კევი (საჭმელი არაა, მარა არც მთლად ოფტოპიკია).
და კიდევ, იმჰო მთლად კალორიების თვლა არცაა საჭირო, 1 კვირა არაა ისეთი ვადა რომ ორგანიზმი გამოიფიტოს, თუ მთლად რამე ექსტრემალური ღონისძიება არაა. ისე ინდივიდუალურიცაა, ზოგი უკეთ იტანს, ზოგი ნაკლებად.