მაგ ნაღები საზოგადოების თავზეც გავიარ-გამოვიარე...ნაღები..და პასლი ანი ვსე
-------------
by Nino Tarkhnishvili on Saturday, May 12, 2012 at 6:38pm ·
ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ დავგეგმეთ შოკოლადის ფესტივალზე წასვლა. ხუმრობა ხომ არ არის, შოკოლადის შადრევნები, შავი, თეთრი, რძის, მწარე, ტკბილი შოკოლადი... დილიდანვე დააანონსეს საინფორმაციო სააგენტოებმა, ტელევიზიებმა, რადიოებმა, სრულიად მედიამ, რომ შოკოლადის ფესტივალი 4 საათზე ყველას, ყველას, ყველას ელოდა. განსაკუთრებით პატარებს, რომლებსაც ძალიან უყვართ შოკოლადი, რომლებიც გიჟდებიან შოკოლადზე. ჰოდა, ჩავკიდე მარიტას და სალის ხელი და გავუყევით შარდენის გზას. ფესტივალი 4 საათზე იხსნება. სალი და მარიტა ჩქარობენ:
- არ დაგვაგვიანდეს რა, დროზე რა, დროზე...ჩქარობენ გოგოები. 16:05 წუთზე ადგილზე გამოვცხადდით.
ორგანიზატორებს, ახლადდაფუძნებულ ორგანიზაციას „თბილისსა“ და თბილისის მერიას რატომღაც გადაუწყვეტია, რომ შოკოლადის გრანდიოზული ფესტივალი „სიონის სკვერში“, მოცუცქნულ სკვერში გაემართათ. გულმა შორიდანვე რეჩხი მიყო, სკვერის გარშემო ხალხის სიმრავლე რომ შევნიშნე. ბავშვებს ვუთხარი, მგონი ვერ შევეტევით სკვერში მეთქი. მაგრამ ოპლაააა, შეტევას ვინ ჩივის, სკვერი რკინის ბარიერებით არის გარშემორტმული. რკინის ბარიერებზე თვალებდაწყალებული ბავშვები არიან ასხმულები და შორიდან შესცქერენ შოკოლადის შადრევნებსა და სხვადასხვა, ადგილობრივი თუ უცხოური კომპანიების ნაირ-ნაირ შოკოლადს. სკვერშიც ტრიალებს ხალხი. ძირითადად ნაციონალური არხების ჟურნალისტები და კოპწიად გამოწყობილი საგანგებოდ მიპატიჟებული სტუმრები. თურმე, ნუ იტყვი, შოკოლადის ფესტივალზე მხოლოდ ნაღები საზოგადოება, მხოლოდ მოსაწვევებით დაიშვება. რიგითებისთვის კი რკინის ბარიერები, საათნახევრის შემდეგ, 17:30-ზე გაიხსნება. ჯვერცხივით ვუარე სიონის სკვერს, ვუარე და ლესელიძის მხრიდან ერთ-ერთ ბარიერს მივადექი. ორგანიზაცია „თბილისის“ თეთრ მაისურში გამოწყობილი რეიბანებიანი გოგონა გადამეღობა. გულზე გული ახატია.
- ვერ შეგიშვებთ. ექვსის ნახევრამდე მხოლოდ მოსაწვევიანი სტუმრები დაიშვებიან.
- გამარჯობა, მე ჟურნალისტი ვარ. მოვედი ამბის გასაშუქებლად.
- ბავშვებიან ჟურნალისტებს არ ვუშვებთ, - პასუხი მოკლეა და კონკრეტული.
- მოსაწვევები ვისთვის დარიგდა?
- არ ვიცი, მე ბრძანებას ვასრულებ, - მპასუხობს პატარა რეიბანებიანი გოგონა.
მარიტას და სალის გადავხედე და უცებ ვხედავ... მარიტა და სალი დაპატარავდნენ, დაპატარავდნენ, დაპატარავდნენ და გაუდიდდათ თვალები, გაუდიდდათ, გაუდიდდათ და გადაიქცნენ უცნაურ არსებებად, რომლებიც უცებ დაჩმორდნენ, დაჩაჩანაკდნენ და შევატყვე ნელ-ნელა როგორ დაიწყეს გაქრობა. საიდანღაც მომესმა მარიტას ხმა:
- არაუშავს დე, ჩვენც შორიდან ვუყუროთ.
ჩემი პასუხი იყო გრძელი და ფანტაზიით აღსავსე. აი ჩემი პასუხი მარიტას:
- არა, დე, ისინი განა მართლა შოკოლადის შადრევნებია... წუხელ, გვიან ღამით, აი ამ შოკოლადის ფესტივალის ორგანიზატორებმა ბევრი, ძალიან ბევრი, ბევრზე ბევრი მოკუკეს, მერე მიქსერით აურიეს, შიგნით ცოტა კარამელი გაურიეს და აქ მოიტანეს, ვითომ შოკოლადიააა. ჰოდა, ამ რკინის ბარიერებს იქით ვინც დადის, ისინი უბრალოდ ადამიანის ტანსაცმელში გამოწყობილი ბუზები არიან. ნამდვილი ადამიანები კი რკინის ბარიერს აქეთ ვდგავართ მეთქი.
- ხოო? - ეჭვის თვალით შემომხედა მარიტამ, უკვე დიდი გოგოა და მაინც ჩამეკითხა, - აბა სუნი რატომ არ დგას?
ვერაფერი ვეღარ ვუპასუხე. ჩავკიდე სალის და მარიტას ხელი და იქვე „ლიტერატურულში“ შევიყვანე და ნაყინი ვაჭამე. რკინის გისოსებზე კი უამრავი ბავშვი დავტოვე ასხმული.
თბილისის მერიის პრეს-სამსახური ტელეფონით დიდი ხანი მიხდიდა ბოდიშს და მარწმუნებდა, რომ რაღაც გაუგებრობას ჰქონდა ადგილი და რომ მივსულიყავი ნებისმიერ ბარიერთან და უპრობლემოდ შემიშვებდნენ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ბარიერებთან აღარ მივსულვართ. შორიდან ვხედავდი როგორ გახსნეს ბარიერები და ლოდინით დაღლილი, თვალებდაწყალებული ბავშვები სიონის სკვერში შეუშვეს. იმ დროისათვის ალბათ დალეული იყო შოკოლადის შადრევნები...
ჩაგიჯ...შოკოლადის შადრევნებში!!!
©Nino Tarkhnishvili / ameliamelia
----------
დდტ ჯერ ჩასვეს სიასი,მერე მგონი ისევ ამოიღეს,თან 1 საათიო

და ვიღაც ქართველი სვეცკე კუტუნიოები იმღერებენ.
ზევსო,სადა ხარ,მეხი მოგვეცი,მადლია
ბაგრატის ტაძარზე ისე მომეშალა ნერვები,ისე,ხმა ვერ ამოვიღე.FUUUUUUUUUUU ######$%^&*&*&!!!!!