ბედნიერებო, რა კარგ ბუნებაში მიდიხართ - მართლაც მყუდრო სავანეში "სევდიან ფიქრთ განსართველად".

გისურვებთ, მზიანი ამინდი დაგესწროთ, თორემ ექსტრიმ-ლაშქრობა გამოგივათ.
ბოლო გვერდებსაც გადავხედე, სიასაც, და წასაღებ ნივთთა სიაში მარილი არ ფიგურირებს არსად - თითქოს იმდენად უმნიშვნელოა, თავიდან არავის ახსენდება, მაგრამ ადგილზე რომ მიხვალთ და მწვადს ააშიშხიბნებთ, პომიდორს ან ამგვარს დაჭრით, ოოო, რა მნიშვნელოვანი ხდება მაშინ.

იგივეს ვიტყოდი ხახვზეც - ეგეც ხშირად გვავიწყდება მოლაშქრეებს. კონტეინერი კი უწერია
LOLZ-ს, მაგრამ მაგას მერე ისეთი ნივთი მოაყოლა და ისეთ თემაზე წავიდა საუბარი, ათასნაირი დანიშნულების კონტეინერი წარმოვიდგინე...

მოკლედ, მწვადის ჩასაყრელად დაგჭირდებათ თავდახურული კონტეინერიც.
ჭკუას არ გასწავლით, რჩევის სახით ვწერ - თუ სახლიდანვე წაიღებთ არამტვრევად თეფშსა და ჭიქას, კარგი იქნება - მე სამგზავროდ სპეციალურად მაქვს შეძენილი პლასმასისები (კონტეინერიც), არც იმტვრევა და არაფერი. ან ერთჯერად ჭურჭელს თუ იყიდით, ბუნებაში ნუ დაყრით რა ნაგავს - მოაგროვეთ და წამოიღეთ თბილისში, სანაგვეში.
აქ დილით ვიღაცა (მომიტევეთ - ნიკი აღარ მახსოვს) სამხედრო "პარალონზე" კითხულობდა. მგონი, მაგან ბარახლოების ბაზრობა ახსენა. იქაც იყიდება, მაგრამ უფრო მეტს ნახავთ მაგის მოპირდაპირედ - ქუჩის მეორე მხარეს რომ საკოლმეურნეო ბაზრობაა. მაგის ბოლოშია სამხედრო ტანსაცმლის ბაზრობა - ასევე ეძახიან. მანდ სხვა საინტერესო რამეებსაც ნახავს მოლაშქრე კაცი.
LOLZ - ათიოდე კაცი თქვენ იქნებით, ცოტა მგზავრებიც დაგემატებიან და შეგიძლია, მძღოლს შეუთანხმდე წინასწარ - გავსებისთანავე გახვიდეთ და სამწვადე, პურები, ყველი გზაში იყიდოთ. დუშეთის თუ ბაზალეთის გადასახვევთან პატარა ბაზრობაა, მაგრამ კარგი - ახალი ხორციც ექნებათ და ყველიც. პურსაც სადმე გზაში ნახავთ - ყოველ ნაბიჯზეა მაგ ტრასაზე. დიდუბეში კარგი ხორცი და ყველი მეეჭვება, იყიდოთ. მანდ სასუსნავებს, სასმელებს და წვრილმან რამეებს თუ იყიდით. თუმცა 16 ლარი მეცოტავება ყველაფრისთვის, მაგრამ თქვენი საქმე თქვენ იცით - მაგას ადგილზეც გაარკვევთ. ხორცი და არაყი (ამას თუ იყიდით და ვინმეს არ მოაქვს) წაიღებს ბიუჯეტის მნიშვნელოვან ნაწილს.
იქნებ მაგ მიკროავტობუსს მოელაპარაკოთ და ხეობაში ამოგაკითხოთ ცოტაზე მაინც, მაგრამ მგზავრები თუ ეყოლება, მეეჭვება, დაგთანხმდეთ მაგაზე. ან, ხადადან გველეთამდე დაშვებას იქნებ აჯობებს, ცეცხლიჯვარიდან სეთურებში გადახვიდეთ და იქ დახვდეთ...

ქოროღლიდან ერთი სიმაღლის აღება კი მოგიწევთ, მაგრამ არც ისე დიდი აღმართია, გზაც ფერდობზე გადის განივად და ისე მაღლდება - გაზასაც შეიმოკლებთ ცოტათი და თან ცეცხლიჯვარსაც შეიტანთ ლაშქრობაში ანუ სანახავს მოიმატებთ. ყოველ შემტხვევაში, სარეისოს თუ მიჰყვებით, ფეხით საკმაოდ გექნებათ სავალი და უკან დაბრუნება იჩქარეთ - სარეისოები სტეფანწმინდიდან მთლად გვიანობამდე არ გამოდიან.
რა დეზოდორზეა ლაპარაკი, ლიმონი დაგეწერა - კიდევ ჰო!
* * *
ამ იუზერის ნიკს ახლა მივაქციე ყურადღება და რა კავშირი აქვს იპანემასთან?
"მე ვიცხოვრე ჩემი ხალხისთვის და არა უკვდავებისთვის" - თურქეთის ქართველთა ილია ჭავჭავაძედ წოდებული ახმედ მელაშვილი.
"ფერეიდანის მიწაზე საქართველოს სული ვარ" - ფერეიდნელი ქართველი არსენ ონიკაშვილი.
"ცხოვრებას კვლავ აღმა მივყვები ჯიუტად კალმახის ჟინითა".