ისინი ტანას ხეობაში მიდიან.

გავყვეთ?
* * *
1. xapo
2. akcen
3-4. get-up + 1
5-8 LOLZ + 3
9. bittersweet
10. djbachi
11. bently
12. kranci
13. bloodsucker
14. cqafunaaa
15-16. moLko+1
7:30ზე სამთო ქიმიასთან.
ფეხსკურსიის ხანგრძლივობა: 1 დღე
მგზავრობის ღირებულება - 5 ლარი (1 გზა). საკვებს ვიყიდით დიდუბეშივე. ასე რომ მოამზადეთ 16 გელა.
შეკრების ადგილი: სამთო ქიმიის წინ
შეკრების დრო: 7:30 თბილისის დროით, გერმანული სიზუსტით. მივყვებით გუდაურის მარშუტკას. დაგვიანებულებისთვის შემდეგი მარშუტკა მოვა 1 საათის შემდეგ.
წამოსაღები ნივთების სია:
1 დანა
2. ასანთი
3. ხლაპუშკები
4. მშრალი სპირტი (სასურველია. თუ არადა ცეცხლს მაინც ავანთებ)
5. კომპასი. ხმარება თუ არავინ იცის ისე მაინც იდოს... ოჯახი ხრამია
6. საწვიმარი. ელიას არ სძინავს
7. ფოტოაპარატი.
8. ნექტარი ადგილობრივი სულების დასალოცად.
9. რამე დეზოდორი წამოიღოს ვინმემ. მწვადის შესაწვავად დაგვჭირდება
10. წყლის ჭურჭელი. ბოთლები, კონტეინერები ან პრეზერვატივიც წავა;
საწვიმრები წამოიღეთ ყველამ
თუ ვინმე გამომრჩა სია დააციტირეთ და მიაწერეთ თქვენი თავიც.
წამოსაღები ნივთების დამატებითი სია:
1. ნემსი და ძაფი. ვინმეს რომ ჩანთა გაუწყდეს უნდა იყოს. კაპრონის ძაფი და მახათი-ნემსები რომ არის ის.
2. მომენტი წებო. თუ ფეხსაცმელი გაფუჭდება ან რამე გატყდება შეკეთება რომ შეიძლებდეს
3. თოკის ნაგლეჯი
4. ანკესი
5. დამწვრობის საწინააღმდეგო კრემი
6. სარკე და სავარცხელი. თუ არ გამოიყენებ უკან მაინც გადააგდებ და კლდე და ტბა გაჩნდება
ბამბა და სპირტი არ გინდა. მაქვს.
7. გამადიდებელი შუშა. ასანთი თუ დაგვისველდა ცეცხლი რომ დავანთოთ.
8. პლასტმასის ჭურჭელი. ფაიფურისა მძიმე და მოუხერხებელია. ჯერ წელს ჩაგწყვეტავს მერე თუ გატყდა დაგენანება საგვარეულო ქონება.
9. მზის სათვალე და/ან კეპკა. თორემ მზე შენ შეწვავს, შენ ჩვენ შეგვჭამ. ჩვენ კიდევ შხამიანები ვართ და ცოდო ხარ
10. წნევის აპარატი. სიმაღლეზე წნევა იმატებს და უნდა გავზომოთ ხოლმე