ხადას ხეობა!!! ლამაზი, კოპწია, მთებში შეყუჟული ხეობა!
ცოტა სიცივე იქნება ჯერ - სარამოსკენ და გაითვალისწინეთ.
LOLZ - ყოჩაღ ორგანიზებისთვის, მაგრამ მე გირჩევთ, იქირაოთ მიკროავტობუსი. თუ გასვლა გეზარებათ ტრანსპორტის მოსაძებნად ან არ გცალიათ, კარავზე შეგიძლიათ მძღოლების თემა ნახოთ. იქ ვინც უნდა იყოს, ყველა გამოცდილი მძღოლი და კარგი პიროვნებაცაა - სხვა შემთხვევაში არც ჩავწერდით კარავულ დავთარში.

ნოდარ ბაიაშვილია ერთი - ეგ მაქედანაა და კარგად იცნობს მაქაურობას. კიდევ - ზვიად ჩიტაური იცნობს კარგად მაქაურობას და გელოდი (გვარი დამავიწყდა) - ეს სულაც ყაზბეგელია. სარეისოს არ გირჩევთ - ტრასიდან ხეობამდე (მგონი, გველეთშია გადასახვევი) შორია და ის გზა ფეხით რატომ უნდა იაროთ? კერძო მანქანაც კარგია, მაგრამ მძღოლი თუ იქნება თანახმა, რომ არ დალიოს. თან დაბალი მანქანა იქნებ ვერც შევიდეს ხეობაში - ადრე დამეწყრილი იყო გზები.
მტებზე სიარული არსად მოგიწევთ, თუ ცეცხლიჯვარზე არ გინდათ გასვლა, მაგრამ როგორც ტემიდან მივხვდი, თქვენ სამანქანო გზით ანუ ტრადიციული მარშრუტით მიდიხართ. ცეცხლიჯვარს თუ დააპირებთ, მაშინ სეთურებში ჯობს ასვლა და იქიდან ახვალთ მაგ კოშკთან, მლეთას, ხადას, გუდაურის მისადგომების ხედებით დატკბებით (ულამაზესი ხედები კია) და დაეშვებით თავქვე ხადაში, ქოროღლისკენ. თუმცა თქვენ როგორც აპირებთ - სამანქანე გზით ხეობაში შესვლას, ქოროღლი აუცილებლად ნახეთ - პატარა მდინარის გადაკვეტა მოგიწევთ. ეგ გამორჩეული იმითაა, რომ გარე ფასადზე ეკლესიის მშენებლობის მთელი პროცესია გამოსახული. ეგაა VI ფოტო და მიდელაურთა ნასოფლარი ყოფილა, მაქედან გაღმა წამალაიძეებშიც შეგიძლიათ გადასვლა.
მე გირჩევთ, აუცილებლად ნახოთ წკერეს ჩანჩქერიც - პირველ გვერდზე რომ ფოტოები დევს, პირველი სურათზე სოფელი წკერეა და მაგის უკანაა ის ჩანჩქერი. ძაან შორი არაა და ღირს ნახვად, ოღონდ მე გირჩევთ, მდინარის მარჯვენა ნაპირიდან წახვიდეთ ჩანჩქერისკენ ანუ არ გადახვიდეთ ხიდზე და სოფელში არ შეხვიდეთ - ასე გზასაც მოიგებთ, დროსაც და გზაც ცოტა უკეთესია, ოღონდ კარგად დააკვირდით, ჩანჩქერი არ გამოგეპაროთ - გზიდან არ ჩანს, ხმას თუ გაიგებთ, გადასახვევი კი საქონლის გატკეპნილი ბილიკია და ეგებ არც მიაქციოთ ყურადღება. თუმცა ჩანჩქერის ხმას რომ გაიგონებთ, ნებისმიერი ბილიკით დაეშვით მდინარისკენ, მერე ხმას გაჰყვებით და ეგაა.
ტარიელთან ან თიოსთან ესეც გაარკვიეთ - ხიდი თუ აღადგინეს. ხიდი ვეძასთანაა (მაგის ფოტოებიცაა იმ სურატებში - მჟავე წყალი) და ჩანგრეული იყო. თუმცა იქით რომც ვერ წახვიდეთ, მისული ხართ უკვე სოფლებში და ის ქოროღლის გადასახვევიც მანდვეა, ერთი მოსახვევით წინ. სოფელ იუხაში ტარიელთან შეივლით, როგორც ვატყობ და მაქაურ კოშკსაც ნახავთ. აი, მაღლა მთაზე რომ კოშკია, იმის გადაღმაა პატარა ხეობა - სონჩო. ისიც ლამაზიაო და კარაველები არიან ნამყოფნი (მგონი, ინტელამ გააკეტა ის გასვლა), მაგრამ მე არ ვყოფილვარ.
I გვერდზე მეორე ფოტო "ელგუჯას ხრუშოვკაა" - მართლა ასე ეძახიან და გადმოცემით, ყაზბეგის გმირი ელგუჯა მანდ აფარებდა ტავსო. ნახეთ ეგეც - დიდი არაფერი, მაგრამ გასვლის მრავალფეროვნებისთვის ღირს.
ფოტოებს რაც შეეხება, თქვენის ნებართვით, მცირე ექსკურსი:
IV ფოტოზე წამალაიძეების კოშკებია. როგორც ერთმა იქაურმა მიტხრა ადრე სულ ზედა კოშკზე, "მიდელაურებს იქ უწველავ ცხვარი და რძეს რკინის მილებით გადაქაცავდნენ ქოროღლოშიო". სამწუხაროდ, მიდელაურები მოგვიანებით სხვაგან გადასახლებულან, იქაურობა კი ნასოფლარია.
V ფოტოზე მაგ სოფლის სახელი დამავიწყდა, მხოლოდ ზაფხულში ადის 1-2 მოსახლე, მაგრამ ნელ-ნელა პარტახდება ეგეც, წკერეს წინაა ეგ სოფელი. VI-ზე ქოროღლია, VII-ზე - ზემოხსენებული ვეძა.
"მე ვიცხოვრე ჩემი ხალხისთვის და არა უკვდავებისთვის" - თურქეთის ქართველთა ილია ჭავჭავაძედ წოდებული ახმედ მელაშვილი.
"ფერეიდანის მიწაზე საქართველოს სული ვარ" - ფერეიდნელი ქართველი არსენ ონიკაშვილი.
"ცხოვრებას კვლავ აღმა მივყვები ჯიუტად კალმახის ჟინითა".