nutsiko1. გზა არის ქვიანი. ამიტომ კეტები და სხვა თხელძირიანი ფეხსაცმლით არ წახვიდე. გაგაწამებს, წვეტიანი და პატარა ქვებს დაითვლი ფეხისგულებით

საკმაოდ გრძელი გზაა ასე რომ თავს სიამოვნების საშუალებას ნუ მოუსპობ

სქელძირიანი ბოტასი, ან უკეთეის - ბათინკები კარგია ამ გზისთვის.
2. უნდა აყვე მდინარეს. შანსი არაა დაიკარგო. დასაწყისში საინფორმაციო სტენდზე დახედე გზას... და ისედაც სიარულისას შეამჩნევ ლოდებზე გაკეთებულ ნიშნულებს ახვალ ბოლომდე. მდინარეზე უნდა გადახვიდე 3 ადგილას, ხის ხიდებია გაკეთებული, ასე რომ ფეხის დასველების გარეშე ივლი.
3. ქუდი, მზის სათვალე ან რამე მსგავსი სასურველია,, ალაგ-ალაგ ჩრდილებია, მაგრამ ღია ადგილებზეც მოგიწევს სიარული.
4. საბანაკე ადგილები ბევრია. ნაკოცნავებს ნახავ ალაგ-ალაგ. ოღონდ საკუთარი ასანთით უნდა წახვიდე

5. წყალი - სჯობია საკუთარი წაიღო. თუ არადა მდინარის წყლით მოგიწევთ სარგებლბა. მგონი მარცხენა მხარეს, სადღაც შუა გზაზე იყო მილი გაკეთებული საიდანაც მოდიოდა სუფთა წყალი, ოღონდ ეგ ცოტა ზემოთაა და თან ყურადღებით უნდა იყო რომ შენიშნო.
კიდევ რა გაინტერესებს დაწერე და შევეცდებით გიპასუხოთ