ე.ი. დღეს ვიყავი ილიას ტბაზე. საღამოს ველიკით ტბის გარშემო შემოვიარე და დავინახე ამფითეატრის ზემოთ ტყეში კარავი ჰქონდათ გაშლილი ახალგაზრდებს. თვითონაც შორიახლო ისხდნენ ამფითეტრთან. 4-5 იყვნენ 18-20 წლის გოგო-ბიჭები. გავაჩეერე და გამოვეუცნაურე. მაინტერესებდა საიდან იყვნენ. თბილისიდანო. OK. მერე ვკითხე ტერიტორიის ადმინისტრაციამ თუ იცის აქ რო რჩებით ღამეთქო, კი დაცვამ იცისო. ესეც OK. ნახევარი სტუდენტობა თითქმის კარავში გავატარე და კარგად ვიცი რას ნიშნავს სასმელი წყალი მოლაშქრისთვის. ხოდა ვკითხე წყალი იცით სად მოდის მეთქი. არ იცოდნენ და ვასწავლე

კონტაქტური ახალგაზრდები ჩანდნენ და მომეწონა გასაუბრება. ვიფიქრე კიდევ ვკითხავ რამეს იქნებ გამოვადგეთქო რამეში. რადგან უკვე საღამოვდებოდა და კარავიც გაშლილი იყო, ხვალინდელ დღეზე ვკითხე, ზემოთ დურუჯისკენ ხო არ აპირებთმეთქი ასვლას. ერთმა მითხრა არაო. მეორემ რაღაც დაბნეულად მიპასუხა კარგად ვერც გავიგე მაგრამ თავის გაქნევაზე მივხვდი რომ უარს ნიშნავდა. ცოტა გული დამწყდა რომ მათ ინტერესი არ ჰქონდათ იქაურობის. არადა მინდოდა შემეთავაზებინა ხვალ სალაშქროდ აგიყვანთთქო ზევით. 160 ტონიანი ქვაა, დოლოჭობის ბაზილიკა, სალესავზე კაი საბანაოა, ზემოთ დურუჯის კაშხლები, მონადირის ქოხი, იმის ზემოთ 5 მეტრიანი ჩანჩქერი, იმის ზემოთ ვეძის წყალი.... მოკლედ მინდოდა ახლომახლო დამეთვალიერებინა მათთვის მაგრამ ისე მოკლედ მომიჭრეს ვეღარ გავაგრძელე
ხალხო, აი რა მიკვირს, თუ კარავში ღამისთევის მუღამი გაქვთ ჩამოიტანეთ ეზოში და იქ რო დაიძინოთ არა?
თუ სადმე მიდიხარ ხო უნდა დაათვალიერო იქაურობაც. მაგრამ თუ ინტერესი არ გაქვს ისე რატო უნდა წახვიდე სადმე არ მესმის. მე რომ გამოცდილება მაქვს ამიტომ ვფიქრობ ესე თორე განა რამე დამიშავდა. უბრალოდ გამიკვირდა და თან გამაბრაზა ახალგაზრდების ასეთმა უინტერესობამ.
ამისწინ დავწერე, რო თუ ვინმე თვის ბოლომდე ჩავიდოდა ყვარელში მომწერეთ და ქაი ადგილებს დაგათვალიერებინებთ მეთქი. ეს შეთავაზება ისევ ძალაშია. ჯერ ერთი კვირა მაინც ყვარელში ვიქნები. თუ დააპირებთ ვინმე წასვლას არ მოგერიდოთ, მომწერეთ პმ ან აქვე დაპოსტეთ და გამოგყვებით სადაც გინდათ, დაგეხმარებით, ყველანაირად ვეცდები მოგაწონოთ იქაურობა. არც ფულს ვითხოვ და არც რამე სხვა სახის გასამრჯელოს. უბრალოდ ყვარელი ჩემი დედულეთია და ჩემს უპირველეს ინტერესშია მთელი რაიონი მაქსიმალურად და მიმზიდველად წარმოვაჩინო, როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელთა თვალში.
არ დავიზარებ და ხვალ დილით გამთენიისას ტბაზე უნდა გადავიდე, თან ვივარჯიშებ და თან ვნახავ ამ ხალხს. როგორ ეძინათ და ღამე როგორ გაათენეს ამას კი არ ვკითხავ. უბრალოდ თვალს მოვავლებ იქაურობას რამდენად სუფთად დატოვებენ. კარვიდან ზუსტად 50 ნაბიჯში ნაგვის ურნები დგას. ვნახოთ დააბინძურებენ თუ სუფთად წამოვლენ

მათგან 200-300 მეტრის მოშორებით კიდევ სხვები ათევენ. იმათაც შევავლებ თვალს, იმავე მიზნით. არც მწვანეთა მოძრაობის წევრი არ ვარ და არც გარემოსდაცვის მინისტრი, უბრალოდ ჩემი მეორე მშობლიური ქალაქის სისუფთავეზე ვზრუნავ და შესაბამისად სხვებსაც ვავალდებულებ იგივეს.