ასე 7:00 გავალთ ბანაკიდან,იმიტომ რომ წირვა ვარძიაში 9:00ზე იწყება მგონი.
ვისაც ენდომება,წირვაზე ამოვა,ვისაც არა და დაბლა,აბანოებთან დარჩება. წირვის მერე ვისაუზმებთ და ჰაიდა გერდენსა ჭაჭკარში. 2 სთ ჭაჭკარის მონახულება-პოზირება,2 საათიც ვანის ქვაბები.ვანის ქვაბებამდე 2 თუ 3 კმ-ია,რომელსაც ტრანსპორტით გავივლით,ანუ გზაში დროს არ დავკარგავთ. იქედან ხერთვისამდე კი აღარაფერია. მთავარია მობილიზებულად ვიაროთ.
1. რეგიონი: სამცხე-ისტორიული ჯავახეთი
2. მარშუტის დასახელება: თბილისი-ახალქლაქი-კუმურდო-გოგაშენი-ვარძია-ჭაჭკარი-ვანის ქვაბები
3. ლაშქრობის ხანგრძლივობა: 2 დღე
შეკრების ადგილს,დროს და თარიღს დავდებ ორიოდ დღეში!!!
4. სირთულე: საკმაოდ მარტივი,კლდიდან ფრენის,დაგორების,გაყინვის პერსპექტივით
5. გასვლის,ლაშქრობის ღირებულება: დაიდება და გადანაწილდება მონაწილეთა სიის მიხედვით
სავარაუდოდ 22 გელა.
6. მონაწილეთა რაოდენობა ჯერჯერობით შეზღუდულია რიგი მიზეზებისდა გამო. 20 კაცი და გავდივართ
7. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი: ახალქალაქი,სოფ.კუმურდო,სოფ. გოგაშენი,ვარძიის სამონასტრო კომპლექსი,ვანის ქვაბების სამონასტრო კომპლექსი
8. ფეხით გასავლელი მანძილი: გააჩნია როგორ ივლი...
ისე:
კუმურდო-გოგაშენი - 7კმ
გოგაშენი- ვარძია - 2კმ დაღმართი,რომლის ჩავლის შემდეგ ან ლექსების წერას დაიწყებთ,ან ქარიანი ამინდი თუ იქნა,ან მოყინული,ჩვენ მოგიძღვნით ნეკროლოგ-ლექსს
11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები: ახალქლაქში ტურინის სუდარის ზუსტი ასლია დაბრძანაბული ეკვდერში,რომელიც ენკაუსტიკითაა მოხატული,რომელიც ერთ-ერთ იშვიათ ტექნოლოგიასწარმოადგენს; სოფ. კუმურდოში 964 წელს აშენებული საკათედრო (და აწ უკვე უგუმბათო) ტაძარი; კუმურდოდან გოგაშენის გზაზე მიტოვებული X საუკუნის ეკლესია და ზედხედი თმოგვზე ქარაფიდან. გასაგიჟებელი ხედი სოფ.გოგაშენიდან ვარძიასა და მთელს ხეობაზე; ქვის საწნახელი სოფ. გოგაშენში; ვარძიის სამონასტრო კომპლექსი; ვანის ქვაბების სამონასტრო კომპლექსი; სოფ. ჭაჭკარი ზედ ვარძიის გვერდით,საზაფხულო რეზიდენცია და წმ. მარინეს ტაძარი; ხერთვისის ციხე(ხელს დავუქნევთ

)
12. საბანაკე ადგილები: გოგაშენში; ვარძიაში აბანოებთან. მაგრამ ჩვენ დავბანაკდებით გოგაშენში,იმიტომ რომ სტრატეგიულად უკეთესი ადგილია და მე გეგმაც მაქვს რატომაც!
13. სასმელი წყალი მარშრუტზე: ყველგან. თუმცა კუმურდო-გოგაშენის მონაკვეთზე წყალი იქონიოს ყველამ
14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები: *ამ სეზონში თბილი ტანსაცმელი
*წყალგაუმტარი ბათინკი/ბოტი,რომელიც არ ცურავს და ფეხზე კომფორტულად ზის. (2 წყვილი,1 ჩაცმული,მე2ე რეზერვი )
*გამაშები
*საწვიმარი
*ფანარი
*მზისგან დამცავი კრემი/მზის სათვალე
*არაერთჯერადი პირადი ჭურჭელი
*საგებელი/საძილე/კარავი
15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო: ყოველთვის!!!! (ზამთარშიც კი თუ სიცივეს არ უფრთხით,ბევრად ლამაზია)
16. რისკები, საფრთხეები: სუნთქვის შეკვრა
აღფრთოვანებისგან დადუმება
გულის ფრიალი
წნევის დავარდნა
სოფ.გოგაშენი ზღვს დონიდან 1740მ. მდებარეობს.დიდი სიმაღლე არაა,მაგრამ თუ ვინმეს სიმაღლეზე ასვლისას წნევასთან დაკავშირებით პრობლემები ექმნება (ყურები უგუბდება,წნევა დაბლა ეცემა და ა.შ),გაითვალისწინეთ.
დაბალწნევიანებს ეს საფრთხე არ გვემუქრება
17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების შემთხვევაში, შეიძლება:იმდენია,2 დღე ჯავახეთისთვის საცოდაობაა... დამატებით ბონუსი:თუ მზიანი ამინდი დაგვემთხვა,ხედი ბევრად უკეთესი იქნება. ვფიქრობ,ჯგუფმაორგანიზებულსდ იაროს და თუ მოვასწარით,იქნებადავინმე არაა ნამყოფი და ხერთვისის ციხეც აგვეღო შტურმით!
18. რუკაჲ ესედავსდებ ცოტახანში
19. სასარგებლო საკონტაქტო ინფო: უსმინეთ გიდს,დაუჯერეთ ორგანიზატორს.
20. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10ბალიანი სისტემით 11 + მზე
გასვლის ორგანიზატორი
ნუცა
სასურველია: პირადი აფთიაქი.გასათვალისწინებელი პირობები:არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ/ნაბახუსევ მდგომარეობაში
არ ვიღებთ ალკოჰოლს სიარულისას/მარშირებისას
საკვებს მივირთმევთ ყველა ერთად(გარდა იმ შემთხვევისა, თუ ვინმე შეუძლოდ გახდა)
არ ვყრით ნაგავს!!!
არ მოგვყავთ შინაური ცხოველები/ფრინველები(არც გარეული)
არ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე!!!
იმის გათვალისწინებით,რომ ჯავახეთი ცოტა სხვანაირი,ფაქიზი რეგიონია,გთხოვთ ყველანი დაემორჩილოთ ორგანიზატორს!!!გასათვალისწინებელი VOL.2.ლაშქრობას ვაწყობთ გაგანია მძიმე მარხვაში და ამიტომ ღრეობას,უზომოდ სმას და ა.შ იქნებ მოვერიდოთ
ფოტოები:
ხედი გოგაშენიდან ვარძიაზე

კუმურდო-გოგაშენის გზაზე ტაძარი

სანამ ჩემი ნეტი გასწორდება,მანამ აქ ჩახედეთ
http://www.facebook.com/events/15504264465...lan_user_joined This post has been edited by giorgitab on 13 Mar 2013, 22:42
სამი წელიწადია სიცარიელეში ვარ ბატონო ვაჟა.
А я стихи тебе писала, А ты меня не замечал,Теперь гори в аду скотина, И даже рифмы тут не будет