kato_stropaაპნიადან უნდა წავიდე ახალქალაქში და მერე კუმურდოში ხომ?
მგონი წვიმაში მომიწევს სიარული, კვირას კაი დიდი წვიმაა ამინდი.გე-ზე გამოცხადებული

ასეთი გეგმა მაქვს მოკლედ. შაბათს დილით ადრე თბილისიდან გავდივარ. გზად მწვანე მონასტერი, მერე მივდივარ ზარზმაში, მერე ჭულე, აბასთუმანში არის რამე სანახავი? მერე საფარა და ახალციხესთან სადმე ახლოს დაბანაკება.
და მეორე დღეს მინდა ვარძიისკენ წავიდე.
მოკლედ მეორე დილას მერე ხერთვისი, თმოგვის ციხეზე ავალ? მერე ვანის ქვაბები მერე ვარძია და მაგედან კუმურდოში მინდა ასვლა, იქიდან ახალქალაქი, ნინოწმინდა , მერე ფოკას მონასტერი, წალკა და თბილისი.
ხიზაბავრა და სარო არის სოფლები გზად, მანდ არ ვარ ნამყოფი და ღირს ასვლა? რისი ნახვა შეიძლება?
ან კიდე რა შეიძლება რომ ვნახო? ცოტა მნიშვნელოვანი, ნახვა რო ღირდეს რა