მაიტოiRRaAlice_In_Wonderlandრატო ბლატაობთ?

აემ ორ ქალბატონს მივმართავ განსაკუთრებით

მე კი პირობას გაძლევთ,რომ წაგიყვანთ,მაგრამ ერთი დავინახო,ან კატა მოგიკვდეთ,ან მეზობელი ქმარს დაშორდეს და არ წამოხვიდეთ,მერე ნახეთ თქვენ
ხატია,ეხლა დამოუკიდებლობის დღემდე უნდა ველოდო მჭადების ჭამას და ბარემ დღესასწაულს დავამთხვიოთ თუ ვერ გევიგე?
* * *
1. რეგიონი: წყალსიქითა ხევსურეთი
2.ბანაკი: ტბებთან
3. ხანგრძლივობა: 2 დღე და 1 ღამეე
4. სირთულე: რთულიაო ამბობენ,თუ სიარული გეზარება
5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება: მოლაშქრეზე საშუალოდ 28 ლარი გამოვა.
6. მონაწილეთა რაოდენობა: 28
7. გასვლის, ლაშქრობის ორგანიზატორი: თანამეიდეე - ჯავახეთის დემოკრატიულ მოლაშქრეთა კავშირი,ორგხელი - ნუცა
8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი: ხევის მხარეს ჯუთა, ხევსურეთის მხარეს როშკა.
9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით: დავითვლი და დავწერ
10. ფეხით გასავლელი მანძილი: ჯუთიდან თუ წვალთ -მწვანე ტბამდე 17,8 კმ. როშკიდან შატილის გზის გადასახვევამდე 7 კმ. კიდო აბუდელაურებიდან როშკამდე, სავარაუდოდ 7 კმ.
11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები: აბუდელაურების ტბები, ჭაუხები. ჯუთა უმაღლესი სოფელია ევროპაში (უშგულსაც ამბობენ მასე, დაზუსტებაა საჭირო)
12. საბანაკე ადგილები: ჯუთაში ზეთას სიახლოვეს, აბუდელაურებთან მწვანე ტბის გვერდით
13. სასმელი წყალი მარშრუტზე: ჭაუხების ძირში ჯუთის წყალი მოდის და ისმევა რა,იმევა რა!. აბუდელაურის ტბებთან მწვანე ტბის გვედრით მოდის ნაკადულები. როშკაში რამოდენიმე ადგილას მოდის გაკეთებული წყარო
14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები: ამ მარშუტის გასვლისთვის საჭიროა მთის გადავლის სურვილი, სურვილი თუ არ გაქვთ, უკან დაბრუნდებით და სირთულეებს ვერ დაძლევთ. სასურველია საკუთარი თავი გამოცდილი გყავდეთ რთულ გასვლებში.
*საწვიმარი აუცილებელია აბუდელაურების მხარეს - აუცილებლად იწვიმებს.
*კარავი წყალგაუმტარი ან ცელოფნიანი.
*ბერტყვის შესაშინებელი,
*ფანარი
*მეორე წყვილი ფეხსაცმელი
*ქუდი,მზის კრემი,სათვალე
*დიდი მოტივაცია
*ზეთი და სალესი ქვა

15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო: ზაფხული და დამოუკიდებლობის დღე
16. რისკები, საფრთხეები: ბერტყვები. დაგორება, წნევის ცვლილებები,გულის ფრიალი, ფეხის გადაბრუნება, კარგა გვარიანად დასველება,ოტკის ქონის შემთხვევაში ოტკით დათრობა,არქონისას - სიყვარულით
17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების
შემთხვევაში, შეიძლება, ამ გასვლისას ინახოს: შეიძლება არხოტი ინახოს, ან პირიქეთა ხევსურეთის ღირშესანიშნაობები. კორშის ხევსურული მუზეუმი ფაქტიურად იქვეა უკანა გზაზე კორშაში.
18. პირობები სხვა და სხვა აქტივობისთვის: აბუდელაურების ტბებში ცურვა სასურველი არაა,ძალიან ცივია და ტიტანიკის ბედს გაიზიარებთ. ასევე პროგრამაშია ანდრეზები და 3D სადღეგრძელოები
19. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის: ჯუთაში იჭერს ჯეოსელი, ხოლო კორშაში მაგთი. მანამდე კი სრული განცხრომის ზონაა. მაგთი აყენებდა ანძას როშკასთან.
20. სასარგებლო საკონტაქტო ინფო: მწყემსებს,ან ვინმეს თუ ვიპოვნით
21. რუკა: დავდებ
This post has been edited by kato_stropa on 20 Apr 2013, 08:34
სამი წელიწადია სიცარიელეში ვარ ბატონო ვაჟა.
А я стихи тебе писала, А ты меня не замечал,Теперь гори в аду скотина, И даже рифмы тут не будет