მოლაშქრეთა კლუბი "იეტი" გეპატიჟებათ ორ დღიან ლაშქრობაზე 5-6ივლისს პრომეთეს მღვიმესა, გოჭკადილის(მარტვილის) კანიონში და ულამაზეს "ონიორეს და ტობას" ჩანჩქერებზე.
I დღე:
* 07:30სთ_ზე ვიკრიბებით მ.დიდუბის ზემო ამოსასვლელთან საიდანაც გავემგზავრებით წყალტუბოს რაიონის მიმართულებით, სადაც მოვინახულებთ "პრომეთეს მღვიმეს"
* პრომეთეს მღვიმის მონახულების შემდეგ ვაგრძელებთ მგზავრობას მარტვილის რაიონის მიმართულებით, სადაც ასევე მოვინახულებთ გაჭედილის კანიონს და დადიანების საბანაო ადგილს (სურვილის შემთხვევაში გავისეირნებთ ნავებით თითო ადამიანზე: 5ლარი)
* გოჭკადილის კანიონის მონახულების შემდეგ გზას ვაგრძელებთ სოფ. ბალდის მიმართულებით სადაც მოვინახულებთ ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიას რომელიც თარიღდება XIIIსაუკუნით. რის მოლოცვის შემდეგაც დავბანაკდებით მდ.აბაშის ნაპირთან.
II დღე:
08:30სთ_ზე ვსაუზმობთ ყველანი ერთად! რის შემდეგაც გავემართებით მდ. აბაშის სათავისკენ სადაც მოვინახულებთ ონიორეს ჩანჩქერს, ონიორეს ჩანჩქერთან "საპროფილე სურათების" გადაღების შემდეგ გავემართებით ტობას ჩანჩქერისაკენ ცოტა რთული და გემრიელი აღმართით.
ფეხით გასავლელი მანძილი: 8-10კმ.
რომლის 30%_ის გავლა მოგვიწევს მდინარეში, ასე რომ წამოიღეთ აუცილებლად გამოსაცვლელი ფეხსაცმელი და ტანსაცმელი.
ამ საკმაოდ ლამაზი სანახაობრივი და დასამახსოვრებელი ლაშქრობის ღირებულება შეადგენს 40ლარს.
ფასში შედის:
მგზავრობა მიკროავტობუსით.
გამყოლის მომსახურეობა ორივე დღეს.
ფოტოგრაფი.
ფასში არ შედის: პრომეთეს მღვიმეში შესასვლელ ბილეთები 6 ლარი; მოსწავლე/სტუდენტი 3ლარი
გაჭედილის კანიონში ნავით გასეირნება 5ლარი
და საკვები.
და რაც მთავარია!!! ამ ორ დღიან ლაშქრობაში გამოვლინდება ორი ადამიანი რომელიც მოლაშქრეთა კლუბი "იეტი"_ს სახელით წავა ტობავარჩხილის ფესტივალზე 5აგვისტოს სრულიად უფასოდ!
დამ.ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
598 874 574 ბაჩი
558 255 613 დათო




