TitanKronosKelty Lakota 85 მაქვს და კმაყოფილი ვარ. გამძლეობაზე ერთი-ორი წლის შემდეგ, თხუთმეტიოდე ლაშქრობაზე დაყრდნობით ვერ ვიტყვი

ძალიან კომფორტულია. 10 კილო ორი დღე ვათრიე სხვადასხვა ფიზიკური დატვირთვის პირობებში, შესვენებებისა და სხვა ამქვეყნიური სიკეთეების გარეშე და ოდნავადაც არ უტკენია ზურგი (დღის პირველ ნახევარში 19 კილო იყო, მერე ამოვიღე ტვირთის ნაწილი

)
დიზაინიც არაჩვეულებრივი აქვს და საწვიმარიც მოყვება
გვერდითი ჯიბეების არქონას თითქმის ვერც ვგრძნობ. ქუდი, წინა განყოფილება და ქამრის ჯიბე საკმაოდ ტევადია
მატერია: პოლიესტერი, 420D
წონა: 2016 გრამი

(ამ ლიტრაჟისთვის საკმაოდ კარგია)
უარყოფითი არაფერი მახსენდება.
ხო კიდევ, საიტებზე მითითებული ჩარჩოს ზომები ცოტა განსხვავდება რეალურისაგან. ყიდვამდე კარგად უნდა დაფიქრდე და გაიზომო

მე 181 სმ ვარ და M/L ცოტა დიდი მომივიდა
Ferrino პირველად გავიგე. მახინჯი რაღაც ჩანს

500D ძაფითაა შეკერილი, მაგრამ რა მატერიაა ვერ გავარკვიე

არამგონია გამძლეობაში დიდი განსხვავება იყოს