ამისწინ ვიყავი ლაგოდეხში ველოსიპედით. ყვარლიდან წავედი. 50 კმ-ია. 4 საათი დამჭირდა. პავაროტზე გამიჭირდა ძალიან.
მუსიკებს არ გირჩევთ მაგისტრალზე. საშიშია სიგნალს ვერ გაიგებთ. მეორე ხარისხოვან გზებზეც არ არის მაინც და მაინც სასურველი მპ3რის მოსმენა.
შორ მანძილზე თუ ახლოზე არ აქვს მნიშვნელობა, აღმართი და დაღმართი ყველგან არის და იმგზავრეთ აუცილებლად სიჩქარიანი და ტორმუზიანი ველოთი. თუ რომელიმე გაფუჭებულია ან ხარვეზით მუშაობთ სჯობს არ წახვიდეთ,
და ბოლოს მინდა შევეხო ყველასათვის მტკივნეულ თემას

ველოსიპედის სკამს, ვინც იცით შორს წასვლა დამეთანხმებით რა მტკივნეულია ფეხებშუა და უკანა ადგილები ჯდომის შემდეგ. მნიშვნელოვანია შედარებით რბილი სკამი. მე ეს ვერ გავთვალე და მაგიტომ მტკიოდა ფეხებშუა 2 დღე მოგრეხილი დავდიოდი. ზედმეტი მაიკა მქონდა წაღებული და ის დავიფინე სკამზე მაგრამ დიდი შეღავათი არ ყოფილა.

გისურვებთ უსაფრთო კატაობას!