მე მაქვს ეს კარავი.
მგონი ესაა. ვიდზე იგივეა.
140 ლარად ვიყიდე 2-3 წლის წინ.
წვიმაშიც გამოიცადა, თოვლზეც იყო გაშლილი და ხოდზეა ისევ.
მსუბუქია თან, 1.8 კგ და მაგითაა ყველაზე მაგარი.
ადვილად იშლება თან, ჯოხები ასაცმელ "წკაპებზეა" და არა გასაყრელი.
ერთი ეგაა, რო შიდა ტენტი ბადეა და სიცივეში სითბოს ვერ ინარჩუნებ კარავში, მაგრამ კარგი საძილეს შემთხვევაში არაა ეგ პრობლემა.
მე პირადად არ მაქვს, 3400-ზე მეძინა თოვლში, ყინვაში და არ შემციებია.
არადა ბოთლში წყალი გაიყინა კარავში

წყალმედეგობას რაც შეეხება, ძირზე 4000 მმ ეწერა და გარე ტენტზე 3000 მმ, მაგრამ ეგ არაფერს ნიშნავს მგონი.
ამ კარავთან ერთად ექვსი ცალი კემპსორის კარავი ვიყიდე, 105 ლარი ღირდა ამ სპორტმასტერში, ფასდაკლებით.
2000 მმ უწეია და ისინიც ჩვეულებრივად უძლებენ წვიმას, არანაირი პრობლემა არ აქვთ დღემდე.
პირადი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა რომ ჯობს კემპსორს ჩანუდოგი.
უფრო მსუბუქია.
და ხარისხიანიც, უფრო კარგ ვიდზეა რო გაშლი, ვიდრე კემპსორი.
თან მსუბუქია.
კემპსორები 2.3 კგ-ებია.
ნახევარი კილოთი მსუბუქია ეს.
კემპსორის ტარებას ჯობია ეს ატარო და 0.5 ლიტრი კანიჩოკიც ჩააგდო ჩანთაში
This post has been edited by Frankens†ein on 5 Sep 2017, 12:23
Mens sana in corpore sano...