დავიცვათ წესები და ვცეთ ერთმანეთს პატივი1. იკრძალება ყველანაირი სახის უსურათო პოსტი, თუნდაც თქვენი გადაღებული პეიზაჟების, ცხოველების და ა.შ ფოტოგრაფიული შედევრები ასევე, ერთი და იგივე სურათების მრავალჯერ (2 და მეტი) დადება; ამ შემთხვევაში შესაძლებელია მიიღოთ 20% შეზღუდვა. პოსტები კი წაიშლება.
2.აქ უნდა გამოქვეყნდეს ფოტოები, რომლებზეც ნათლად ჩანს ადამიანი (ადამიანები) და რომლებიც გადაღებულია მოგზაურობის ნებისმიერ სტადიაზე (ეს იქნება მთაში, თუ ბარში, ფეხით, ცხენზე ამხედრებული თუ მანქანაში მყოფი და ა.შ. ) . (ანუ, არ არის დაშვებული, საპასპორტო, ძმა-ბიჭებში ქეიფისას, ტელევიზორის წინ მიმჯდარი ფაჩუჩებიანი და ასე შემდეგ ფოტოები)
3. ასევე სხვისი სურათების უნებართვოდ დადებაზე შესაძლებელია გაიცეს 20%-იანი შეზღუდვა, შემდეგ კი დაბლოკვა. აგრეთვე ნუ დადებთ სახეამოჭრილ სურათებს..
4. მოერიდეთ უზარმაზარი სურათების დადებას და გვერდების გაწელვას, რადგან ამას პოსტის ავტომატური წაშლა მოჰყვება.
5. ავტომატური ბანი გაიცემა ნებისმიერ არაკორექტულ უზრდელურ გამოსვლაზე, ვადას კი გამომსვლელის პოსტი განსაზღვრავს..
This post has been edited by მაჰათმა განდი on 20 Nov 2014, 11:02
# წერე ქართულად..
# ყველაფერს მაშინ მივხვდი, როდესაც ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს, მე და ვინმე "ოციანი" გვახსენეს და თამაში დაიწყეს... © ცხვარი