მოკლედ, ვიყავით ჭერემში.
ულამაზესი ადგილია.
სასწაული.
კაკაბეთიდან ავედით, საგარეჯოს რაიონიდან და მეორე დღეს შაშიანში ჩავედით, გურჯაანის რაიონში.
პირველი დღე მოსაწყენია ძაან, სამანქანო გზას მიუყვები ჭერემამდე.
ოღონდ მანქანა ვერ ავა, ვერც ჩვეულებრივი ორხიდიანი ჯიპი, ძაან დიდი ტალახებია ზოგ მონაკვეთში და აუცილებლად ჩაჯდება ტალახში.
მოკლედ მიდიხარ ტყეში, ერთფეროვან გარემოში.
თუმცა ერთი-ორი ლამაზი ადგილი გხვდება გზაში.
კაკაბეთიდან ჭერემამდე არის 18 კმ.
ჭერემში, ცენტრში არის მე-5 საუკუნის საეპისკოპოსო ტაძრის ნანგრევები, საკმაოდ დიდი ტაძარია და შთამბეჭდავია.
ჭერემიდან 2 კმ-ში არის წმ. კვირიკეს და ივლიტას სახელობის პატარა ეკლესია, რომლის მოპირდაპირე გორაზეც არის ახალი ეკლესია, ჯერ ბოლომდე არაა ამოქმედებული და იქ კელიებიცაა აშენებული ბერებისთვის და იქ გავათიეთ ღამე, სოფელში გვირჩიეს.
პირველ დღეს ფეხით გასავლელი მანძილი არის 20 კმ.
5 საათში გავიარეთ ეს 20 კმ.
მეორე დღეს გადავედით ვახტანგ გორგასლის ნაქალაქარში, რომელიც ეხლანდელი სოფლიდან 4-5 კმ-ში არის.
უფრო ზუსტად რომ ვთქვა სადაც ღამე გავათიეთ იქიდან ნაქალაქარამდე და უკან შაშიანის გადასახვევამდე 8 კმ-ია.
აი ვახტანგ გორგასლის ნაქალაქარი არის სასწაული მართლა.
ულამაზეს ბუნებაში არის ეკლესიები, დარბაზის ნანგრევები, რომლებიც ნახევრად მიწაშია.
სამი მხრიდან დიდი ხევი აკრავს, ანუ ბუნებრივადაც იყო დაცული ეგ ადგილია.
ულამაზესი ადგილია, რამდენიმე დღით რომ დაბანაკდე, ძალიან კარგი იქნება.
დავათალიერეთ, დავბრუნდით ამ ნაქალაქარიდან და გადავუხვიეთ შაშიანის გზისკენ.
როგორც ვთქვი 8 კმ ეგ გზა იყო, ნაქალაქარზე გადასვლა-გადმოსვლა.
შაშიანის გზა ერთ დროს სამანქანო იყო, მაგრამ ეხლა მანქანა კი არა ადამიანის ვერ გაივლის.
თავიდან ნორმალურად ვიარეთ რამდენიმე კილომეტრი, წვერის ტბადყოფილამდეც მივედით, რომელიც რამდენიმე ათეული წელია დამშრალია უკვე, მაგრამ რუკებზე მაინც ტბადაა მონიშნული.
ამ ტბის შემდეგ დაიწყო ტყე და ჩვენი წვალებაც

გზა მთლიანად ჩახერგილია ხეებით და ეკალ ბარდებით.
გვიწევდა ხან მაღლა ასვლა ფერდობებზე და ხან დაბლა ჩასვლა და ისე სიარული, ზიგზაგებით დავდიოდით აღმა-დაღმა.
სადღაც 5 კმ ეგეთ გზაზე ვიარეთ და მერე გავედით სამანქანე გზაზე და დავეშვით ყკვე შაშიანისკენ.
ეგ გზა არის ყველაზე საშინელი - სულ ტალახია და თან დაგვაღამდა და ვერც ვერაფერს ვნახულობდით.
არადა ლამაზი ხეობა ჩანდა, სანამ დაღამდებოდა.
მოკლედ მეორე დღეს ჯამში გამოგვივიდა 27 კმ.
მაქედან 8 კმ ნაქალაქარამდე და 19 შაშიანამდე.
8 საათი დაგვჭირდა ამ გზის გასავლელად.
მაქედან ტყეში სადაც 5 კმ-იანი მონაკვეთი 3 საათი ალბათ.
ანუ გზა ვერაა მთლად სასიამოვნო, მაგრამ ჭერემის ნახვა ნამდვილად ღირს.
აუცილებლად დავბრუნდები, წლის სხვა დროს, უფრო მეტი სიმწვანე რო იყოს.
შეიძლება მომავალ წელსვე, რამდენიმე დღით.
ხო, ახალი ჩანთაც გავტესტე და ძალიან კმაყოფილი ვარ.
სალმაოდ ტევადია და სუპერმოსახერხებელი.
ერთი მინუსი რაც აქვს, ვიწროა და მაღალი და წონის გადანაწილების მხრივ კი უკეთესია, მაგრამ უღრან ტყეში არაა მოსახერხებელი, თავს ჩაწევ, მაგრამ ჩანთა მაინც ედება ტოტებს
მიმაგრებული სურათი