ნაწილობრივ

მხოლოდ დიდი ოქროწყალი...
მოკლედ რა ხდება, დავდებ ეხლა აღწერას და თრექს.
ეს არის თრექი -
https://my.viewranger.com/track/details/ODY5MjUzOAმარშრუტი იწყება სოფელ ლუხიდან, რამდენიმე ასასვლელია და მაქედანვე ჩავწერე თრექი, ვისაც საკუთარი მანქანით მოუნდება წასვლა, რო არ აერიოს.
არის ორი ვარიანტი:
I - იქირაოს სამხიდიანი მანქანა ხაიშში, რომელიც აატარებს დაახლოებით 20 კმ-ს.
II - საკუთარი მაღალი გამავლობის ჯიპით ავიდეს 22-23 კმ. (მანქანა არ უნდა დაინანოს ოღონდ

)
სამანქანო გზა ჯამში არის 25 კმ, მაგრამ დამეწყრილია და ბოლო 2-3 კმ-ის მანქანით გავლა შეუძლებელია.
დიდია ალბათობა რომ კიდევ ჩამოწვეს მეწყერი და შეიცვალოს მდგომარეობა.
მოკლედ, ლუხის ასახვევიდან სამანქანო გზა არის 25 კმ და შემდეგ უნდა ჩაუხვიო მარცხნივ.
მარცხნივ ჩასახვევიც რამდენიმეა და წრიულად ჩავწერე თრექი და დაწყებით თუ ლუხის ასახვევიდან დავიწყე, დამთავრებით სადაც სამანქანო გზიდან გადასახვევია იქ დავამთავრე. რო არ აერიოს ვინმეს.
გადასახვევიდან ტბამდე არის დაახლოებით 8 კმ.
ჯერ ეშვები ტყეში დაბლა, შემდეგ შეგხვდება მიტოვებული ვაგონი, სადაც გადალახავ პატარა მდინარეს, აუხვევ მარჯვნივ და მიყვები ტყის ჭაობიან ბილიკს.
წვიმაში მაგარი შარია მანდ გავლა, კაი ამინდშიც კოჭებამდე ეფლობი.
შემდეგ გახვალ ტყიდან ველზე და გადასავლელი გაქვს მინდორი.
თუ მანამდე ჯგუფები იქნებიან ნამყოფები, გაკვალული იქნება, თუ არადა შეგიძლიათ ჩემს თრექს ენდოთ

გადაივლით ამ მინდორს და შემდეგ მარცხნივ გადაუხვევთ მდინარისკენ, რომელიც უნდა გადალახოთ.
სექტემბერში მუხლს ქვემოთ იყო წყალი და ადვილად გადავედით, სხვა დროს შეიძლება უფრო დიდი იყოს, სეზონის ან წვიმების მიხედვით.
გადალახავ ამ მდინარეს და შეუყვები შეპარულ აღმართს.
უნდა ახვიდე პატარა გორაზე, სადაც ტყეშიც გიწევს შესვლა.
ხეებზე ამოტვიფრულია სახელები და წლები, სავარაუდოდ მანდ გადმოიარეს აფხაზეთიდან დევნილებმა.
ამ გორას რო აივლი, წინ გადაგეშლება დიდი მინდორი და იმის იქით კაი დიდი აღმართი, დაახლოებით 400 მეტრიანი.
მდინარე გადმოდის ზემოდან და მანდ უნდა ახვიდე ზუსტად, ტბიდან გადმოდი მდინარე.
შეუყვები ამ აღმართს და მაქსიმუმ 2 საათში უნდა ახვიდე წესით.
ახვალ და ტბის პირას ხარ.
საბანაკე იდეალურია რო ახვალ იქვეც, მაგრამ ჯობია ტბის მარჯვენა მხარეს გაშალო, 1-1.5 საათით ადრე ამოდის მზე, აქეთ მთები ეფარება.
რაც შეეხება სირთულეს:
ერთ-ერთი ყველაზე მარტივი ლაშქრობა იყო, სადაც ბოლო დროს ვყოფილვარ.
იმიტომ რომ იდეალურ ამინდში მოგვიწია ლაშქრობა.
არც წვიმდა და არც მზე აჭერდა.
მანქანა სადაც დავტოვეთ, 10 საათზე დავიწყეთ იქიდან და დაახლოებით 11 კმ-ის გავლის შემდეგ 4 საათზე ტბაზე ვიყავით უკვე, კაიხნიანი შესვენებებით.
მაგრამ წვიმა რომ იყოს, ძნელი კი არა შეუძლებელია ტბაზე ასვლა.
ჯერ ჭაობში სიარულს დასჭირდება ძაან დიდი დრო და მერე აღმართებზე სიარული იქნება საშინელება.
მაქსიმუმ ტბის ძირამდე მიაღწიო და აღმართამდე დაბანაკდე.
მოკლედ ამინდია ყველაზე მნიშვნელოვანი მანდ რო მიდიხარ.
ეხლა რაც შეეხება რატო ვერ გადავედით პატარა ოქროწყალზე.
პირველ დღეს ხო ავედით 4-ზე და დავისვენეთ და გავშალეთ კარვები.
მშვენიერი ამინდი იყო.
რო შებინდდა უცბად მოიღრუბლა და დაიწყო წვიმა.
შევედით კარვებში და ცოტა ხანში მაგარი სეტყვა წამოვიდა, ჭექა-ქუხილი, ელვა.
სეტყვა ხო ცოტა ხანს გრძელდება წესით და დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში არ გაჩერებულა.
გართ მინიმუმ 5-10 სანტიმეტრზე იდო თოვლივით.
სეტყვამ რო გადაიღო კოკისპირული წვიმა გაგრძელდა, სადამდე არ ვიცი ოღონდ, ჩაგვეძინა.
უძინარები ვიყავით, ღამით გამოვედით თბილისიდან და ეგრევე დავიწყეთ ლაშქრობა, არ გვიძინია საერთოდ.
დილი რო გავიღვიძე, ძაან მაგარი ამინდი დამხვდა, ღუბლის ნაგლეჯიც არ იყო ცაზე.
კარავთან სეტყვის გროვები ეყარა, ვერ მოედწრო გადნობდა.
ავდექით, საჭმელი ვჭამეთ, ტბებზე ფოტოები გადავიღეთ და დავიწყეთ მზადება პატარა ოქროწყალზე გადასასვლელად.
საკმაოდ დიდი და რთული აღმართია, 2 საათი მაინც დასჭირდება ასვლას, უბარგოდ.
ამ მზადებაში რომ ვიყავით, იმ მთის თავიდან, საიდანაც უნდა გადავსულიყავით, უშავესი ღრუბელი წამოვიდა.
ალბათ რეკორდულ დროში ავშალეთ ბანაკი და დავშვით ქვემოთ

აღმართი რო ჩამოვიარეთ, დაახლოებით ერთი საათი დაგვჭირდა, ავიხედეთ და ზემოთ საშინელება ხდებოდა, მაგრად გამოვასწარით.
გვეშინოდა წვიმა არ დაგვწეოდა, ჭაობშიც გაგვიჭირდებოდა და მანქანითაც რთული მონაკვეთები გვქონდა გასავლელი და 3.5 საათში მანქანასთან ვიყავით უკვე.
ანუ დასკვნა ისაა, რომ თუ ამინდში გაგიმართლა, ადვილად ახვალ, თუ არადა მაგარ შარში ხარ

შუა აღმართის ასვლისას რომ დაწყებულიყო ის გადაუღებელი სეტყვა და წვიმა, რა უნდა ქნას ადამიანმა არ ვიცი.
ერთი ინფორმაცია ის არის კიდევ, რომ ლუხამდე რო არის სოფელი იდლიანი, იქიდან აპირებენ ბილიკის მარკირებას.
ბევრად მოკლე გზაა და სამხიდიანი მანქანაც არ არის საჭირო.
უბრალოდ როგორც იქაურმა გვითხრა, საკმაოდ ციცაბო აღმართებია და ასვლა ისევ აქედან ჯობს და ჩამოსვლა იდლიანიდანო...
ვინმე თუ აპირებთ ოქროწყლებზე ასვლას, იმედია დაგეხმარებათ.
საერთოდ, უმაგრესი მხარეა ჭუბერის მხარე.
ოქროწყლებზეც უნდა ავიდე მომავალ წელს ისევ, ცხვანდირებზეც კი კიდევ რამოდენიმე ტბაა...
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
tonio_krogeri
მეგობარო, რამე კითხვა თუ გაგიჩნდება, მკითხე

This post has been edited by Frankens†ein on 25 Sep 2018, 22:46
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)