ნებისმიერ შეკითხვაზე შემიძლია პასუხის გაცემა

მანამდე მე თვითონ გეტყვი ძირითადს:
პირველ დღეს სულ აღმართებზე გიწევს ტყეში სიარული, 11.5 კმ-ია პირველ დღეს გასავლელი მანძილი, წყალი არ გხვდება გზაზე, დამღლელია ძალიან, არ მთავრდება...
პირველ დღეს დაიძინებ ტურისტულ თავშესაფარში.
მეორე დღეს ბევრად მარტივი და ძალიან ლამაზი გზაა, სიმაღლეების აწევა არ გიწევს დიდად.
სასაზღვრო პუნქტს გაივლი და მიხვალ ტბაზე.
12.5 კმ-ია ტბამდე.
ძალიან ლამაზია.
ტბიდან 2-3 კმ-ში მეორე ტურისტული თავშესაფარია.
პრობლემა ისაა, რომ ამ დროს მეორე საბანაკეზე წყალი არ იქნება ეხლა, ზაფხულში შრება ხოლმე და მესაზღვრეევბიდან უნდა წაიღო.
მესამე დღეც დამღლელია, თავიდან ლამაზ ხედებზე გიწევს სიარული და მერე ტყეში შედიხარ და იწყება საშინელი დაუსრულებელი დაღმართები.
15 კმ-ოა.
მიდიხარ, მიდიხარ და არც მთავრდება და არც რამე იცვლება სანახაობრივად.
მიდიხარ და მიდიხარ

მერე ჩადიხარ უკვე დაბლა და სამანქანო გზით უნდა დაბრუნდე ვიზიტორთა ცენტრამდე და მერე ეგ სამანქანო გზა არ მთავრდება

მოკლედ, ძალიან ლამაზი რაღაცეების ნახვა მოგიწევს დაღლის ფასად.
ეს რაც დავწერე, არის ერთი ვარიანტი, წრიული ბილიკი.
მაგრამ არის მეორე ვარიანტიც.
პირველ დღეს ახვალ ჩვეულებრივად პირველ ტურისტულ თავშესაფარში.
მეორე დღეს დილაადრიანად გახვალ ბარგის გარეშე და იმავე დღეს დაბრუნდები უკან.
25 კმ არაფერია, მარტივი ბილიკია და წონაც არ გექნება სატარებელი, საგზალს, წყალს და საწვიმარს ჩაიგდებ პატარა ჩანთაში.
იმ საღამოსვე დაბრუნდები უკან და ლაგოდეხში იმავე გზით ჩახვალ, რითიც ამოხვედი.
მანდ უკვე აღარაა საშინელი დაუსრულებელი დაღმართები.
3 საათში უნდა ჩახვიდე წესით.
მე ორივენაირად ვარ ნამყოფი და იმავე გზით დაბრუნებით უფრო ვისიამოვნე.
მესამე დღეს დაუსრულებელი დაღმართები რო არ გიწევს.
რამე თუ გამომრჩა, მომწერე და გიპასუხებ
Mens sana in corpore sano...