თანხას რაც შეეხება გზაში მხოლოდ მარშუტკის საფასური დაგჭირდება.. ყაზბეგის მარშუტკა აჩხოტამდე 10 ლარი, უკან წამოსვლაზე ავტოსტოპმა თუ არ გაამართლა 2 ვარიანტია კიდე ბარისახოს ავტობუსი (5 თუ 7 ლარი ღირს) და შატილის მარშუტკა 10 ან 15 ლარი ზუსტად არ ვიცი
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
საჭმელი
მე ძირითადად ანაკომების წაღებას ვფიქრობ, პატარაა, მსუბუქი, არ ფუჭდება და კარგად განაყრებს
ასევე ახოტნიჩი სოსისი პირველი 2-3 დღე რომ ჭამო მერე გაფუჭდება
და რამე ტკბილეული, ნიკორას კექსი რამოდენიმეცალი, ან პეჩენიები გზაში სწრაფად წასახემსებლად
სურვილის შემთხვევაში ცოტა ყავა და შაქარი
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
აღჭურვილობა
ჩანთა, პარალონი, საძილე აუცილებლად რათქმაუნდა
კარავი
საწვიმარი
სასურველია სალაშქრო ჯოხები (hiking poles)
სასურველია თოკი და რამოდენიმე კარაბინი
სიარულს დილით 9-10 ზე რომ დავიწყებთ ვივლით საღამოს 7-8 მდე, იმ დღეს გასავლელი გზის სირთულეს გააჩნია
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
მარშრუტი
დღე 1) აჩხოტი - სნო - ახალციხე - კარკუჩა - ჯუთა
დღე 2) ჯუთა - კვირიწმინდა
დღე 3) კვირიწმინდა - ჭიმღა - ახიელი - ამღა
დღე 4) ამღა - კალოთანა - ღორღუ - ამღა
დღე 5) ამღა - ტანიე
დღე 6) ტანიე - ისართღელე - გიორგიწმინდა (არხოტი მოვლილია უკვე პირიქითა ხევსურეთში ვართ, მეტი დრო თუ არ გაქვს აქედან მარშუტკა ხელმისაწვდომია უკვე)
დღე 7) გიორგიწმინდა - შატილი - ანატორი - მუცო
დღე 8) მუცო - არდოტი - ხახაბო
დღე 9) (ახლა ვარკვევ ვარიანტს რამდენად შესაძლებელია ხახაბოდან ჩეჩქეთში გადმოსვლა) ხახაბო - ჩეჩქეთი - კისტანი - ლებაისკარი
ან უკან გამობრუნება
დანარჩენ დღეებს აღარ ჩამოვწერ მე 15 დღე მაქ შვებულება და კიდევ შემიძია ხეტიალი გავაგრძელო, ძირითადის მოვლა ეტევა მაქს. 10 დღეშ როგორც ვუყურებთ
თუ კიდევ გაინტერესებთ რამე მკითხეთ