ლაშქრობა უძირო ტბაზე რაჭაში
ჯანსაღი ცხოვრების წესის საუკეთესო კომბინაცია ბუნების სიყვარულთან, თვალწარმტაც ხედებთან და გამაოგნებელ ბუნების შედევრთან - ეს არის ლაშქრობა უძირო ტბაზე!
რაჭის განუმეორებელი ბუნება, მთის ჰავა, კავკასიონის ჭაღარა მწვერვალები და მთაგრეხილები, მდინარეები და ჩანჩქერები, მრავალრიცხოვანი ტყის მასივები, უღელტეხილები, ულამაზესი გზა - ბილიკები და, რაც მთავარია, უძირო ტბა თქვენს უზომო აღტაცებას გამოიწვევს.
როდის? როგორ? სად? რამდენი?
- მარშრუტი: კურორტი შოვი-უძირო ტბა- სოფ. გლოლა
- ფეხით გასავლელი მანძილი: 17.7 კმ.
- სიმაღლე ზღვის დონიდან: 1340 მ. ზღვის დონიდან
- მაქსიმალური სიმაღლე მარშრუტზე: 3040 მ. ზღვის დონიდან
- სირთულე: რთული
მარშრუტი მთელს სიგრძეზე არის საშუალო სირთულის. მცირე სირთულეს ქმნის უღელტეხილის მისადგომები მცირე მონაკვეთზე. არის კლდოვან-ნაშალი მონაკვეთი და მოითხოვს სიფრთხილეს.
I დღე - პარასკევი, 14 ივლისი
გასვლა თბილისიდან პარასკევს, 14 ივლისს საღამოს 20:00 საათზე
გავემგზავრებით რაჭისკენ და ჩავალთ კურორტ შოვში, სადაც დავბანაკდებით და ღამეს გავათევთ. შოვი რაჭის ულამაზესი და მნიშვნელოვანი კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია. მთის ჰავა, განუმეორებელი ბუნება და მინერალური წყლები დასვენების საუკეთესო საშუალებაა. დასახლება მამისონის უღელტეხილის ძირას მდებარეობს. გარშემორტყმულია მყინვარებითა და თოვლიანი მწვერვალებით.
II დღე - შაბათი, 15 ივლისი
დილაადრიან, 8:00 საათზე შევუდგებით სვლას უძირო ტბისაკენ. მთელი დღის განმავლობაში გავივლით 10 კმ.-ს
შოვიდან 2 კილომეტრში შევალთ მდ. ჩხოჭას ხეობაში. ტყის მასივიდან გადავალთ ალპურ ზონაში, ხეობის ბოლოს, მდ. ჩხოჭას სათავეებთან კი, გადავალთ მწვერვალი დოლომისის წვერის (3260. 3 მ) სამხრეთით მდებარე უღელტეხილს. ყველაზე დიდი სილამაზე ყველაზე დიდი აღმართის შემდეგ მოდისო - სწორედ ამაზეა ნათქვამი - უღელტეხილის გადავლის შემდეგ თვალწინ გადაგვეშლება ულამაზესი და უძირო ტბა. აქ, ღამისთევისთვის საუკეთესო ადგილას - ტბის პირას დავბანაკდებით.
III დღე - კვირა, 16 ივლისი
საუზმის, კარგად დასვენებისა და მშვენიერებით დატკბობის შემდეგ კვლავ შევუდგებით ბილიკს, რომელიც მიემართება ჩრდილო-აღმოსავლეთით და მდ. ჩიბის რუს მარჯვნივ მდებარე ქედით ეშვება სოფელ გლოლაში. ამ მონაკვეთზე 7.7 კმ-ს გავივლით ფეხით, შემდგომ კი მიკროავტობუსით დავბრუნდებით თბილისში.
უნდა გაითვალისწინოთ :
● მარშრუტი არის რთული
● უნდა მოვემადოთ ყველანაირი ამინდისათვის
● რაც შეილება მცირე რაოდენობის ალკოჰოლი
● უირო ტბა არის ალპურ ზონაში და კოცონს ვერ დავანთებთ, ამიტომ თან იქონიეთ პრმუსი (თუ არ გექნებათ ჩვენ დაგეხმარებით)
● აუცილებელია 2 ფეხსაცმელი, 1 სალაშქრო მაღალყელიანი.
ღირებულებაში შედის:
● ტრანსპორტირება,
● არჭურვილობის არ ქონის შემთხვევაშიჩვენ ვუყრუნველყოფთ, მაგრამ სასურველია თქვენი გქონდეთ.
● სალაშქრო ინსტრუქტორის მომსახურება.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში და რეგისტრაციისათვის დაგვიკავშირდით:
T: 591217737
რეგისტრაცია ასევე შესაძლებელია ამ სარეგისტრაციო ფორმის შევსებით:
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSe...orm?usp=sf_linkრეგისტრაცია გრძელდება 7 ივლისამდე
https://www.facebook.com/events/24177882289...istory%22%3A%22[%7B%5C%22surface%5C%22%3A%5C%22dashboard%5C%22%2C%5C%22mechanism%5C%22%3A%5C%22main_list%5C%22%2C%5C%22extra_data%5C%22%3A[]%7D]%22%7D
მიმაგრებული სურათი