Elizbari1995ბუნებაში ინტერნეტის იმედზე წასვლა სისულელეა, მაგრამ Google earth-ზე მარშრუტის წინასწარ დაგეგმვა არ არის ცუდი. ჯიპიესი რომც არ გქონდეს, ჩვეულებრივი ტოპოგრაფიული რუკითაც გაიგნებ გზას. თუმცა არ ვიცი, საქართველოში როგორ უნდა მოახერხო დაკარგვა

გარმინის ყველა ჯიპესს 3 მეტრიანი სიზუსტე აქვს. ახალ მოდელებს, რომლებსაც გლონასი დაემატა - 1 მეტრიანი (ესეც საკითხავია)
რაც არ უნდა იყოს, 3 და თუნდაც 10 მეტრი ცდომილება სრულიად მისაღებია.
მაგ მოწყობილობას დამატებული აქვს MGRS საკოორდინატო სისტემა, რომელსაც იყენებს ნატოს შეიარაღებული ძალები ნავიგაციისთვის. ნუ საფუძველი რათქმაუნდა UTM სისტემაა, მაგრამ ჩანაწერი სრულიად განსხვავებულია. ხოდა ამ შენს სამხედროს რათქმაუნდა ურჩევნია მშობლიურ ფორმატში უყუროს კოორდინატს და არა მისთვის გაურკვეველ რაღაცნაირი ციფრების გროვას.
შენ, როგორც ჭეშმარიტ მოლაშქრეს, გჭირდება ჯიპიესი, სადაც ჩაწერ რუკას და შეხედავ ადამიანურად. თუ მხოლოდ ელექტრონული კომპასი, ალტიმეტრი და კოორდინატის აღება გინდა, იყიდე ფენიქსი. ნავაროჩენი საათი მაინც გექნება.
მე პირადად Dakota 20-ს ვიყენებ ხოლმე. ფული თუ გაქვს, იყიდე 62s ან 64s.
This post has been edited by Alameda on 22 Jun 2015, 21:14