დღეს თბილისი მოლში, კარფურში ვნახე კარვები და სალაშქრო რაღაცეები.
ფასებზე და დანარჩენზე ქვემოთ

კარავი - მგონი 139 ლარი ღირდა და რასაც შევხედე არ ღირს. უნალექო ამინდისთვის, მხოლოდ ღამის გასათევად (და არა წვიმისგან თავდასაცავად) წავა რა

რამდენჯერმე გამოყენება შეიძლება მაგრამ ხანგრძლივი მოხმარებისთვის რეკომედნირებული არ არის.
პარალონები - სამხედრო პარალონს ჰგავდა ერთი, 29 ლარი ღირდა, ის იყო ყველაზე ნორმალური. პატარები, თხელები შედარებით იაფიანები, ფერადები - ფასები იწყებოდა 13.99-დან და არ ღირს მათი ყიდვა.
საძილე ტომრები - ზომები და ფასები იწყებოდა 13-17 ლარიდან. ფასები შეიძლება შემეშალოს, ვერ გადავიღე...

) იყო პატარები, ძალიან კომპაქტურები და თხელები. მხოლოდ ზაფხულის სეზონისთვის რომ არის გამოსადეგი და შედარებით სქელები. თუ სიცივეში ხეტიალს და ძილს არ აპირებთ მაშინ იყიდეთ. 13, 25, 39 ლარი ღირდა სხვადასხვა ხარისხის.
კიდევ ზურგჩანთები, დაწყებული ერთდღიანი გასვლისთვის დამთავრებული 5დღიანებისთვის. მაგრამ ფასებს რომ შევხედე...პატარები 89 ლარი, დიდები 179 და 199 მგონი.. ამ ღირებულების ფარგლებში მე პირადად გამოწერას ვარჩევდი. თუ გეჩქარებათ, გეზარებათ ლოდინი და ა.შ. მაშინ მიაკითხეთ. 89-იანები რაც იყო.. ზურგზე იყო გამჭვირვალე, ბადე ჰქონდა და ცოტა ეჭვით შევხედე. არ ვიცი რამდენად გამძლე და საიმედო იქნება.