Instructorროგორც ლევანმა გითხრა, ყველა სეზონისთვის გამოსადეგი ფეხსაცმლის შერჩევა გაგიჭირდება
Gore-tex მატერიას რაც შეეხება, წყალგაუმტარია (20.000 მმ), მაგრამ აქვს თავისი ვადა. სათანადო მოვლის პირობებშიც კი, ბოჭკო 2-3 წლის მერე დაშლას იწყებს და გაატარებს წყალს. მაგრამ ეგ არაფერია, ფეხსაცმელიც არ გაგიძლებს მაგაზე მეტს

გამოცდილ მოდელი ამ ფასში - Garmont flash III GTX. ზეკომფორტული და ძალიან გამძლე. დღეში 25-30 კმ ისე გამივლია, ვერც ვგრძნობდი. დიდი დატვირთვით თითქმის წელიწადნახევარი გამიძლო. მეტსაც იზავდა, მაგრამ ცხვირთან გამეხეხა მავთულხლართზე ტყავი და გაიხა ნელ-ნელა.
ზაფხულში გრილი არაა, მაგრამ არც ფეხი ჩაგიხურდება. ზამთარში თბილი იყო, 1800-მდე, მუხლმდე თოვლში.
მაგრამ ეხლა ვეღარსად ვნახე
მიმოხილვებს თუ დავუჯერებთ, Flash GTX უფრო გამძლე უნდა იყოს
http://www.amazon.com/dp/B00D2ZTMTA/ფასიც ძალიან კარგია.
სასურველია არ იყოს ნეილონის ზედა ნაწილით, ეგენი ნაღდი ტურისტულებია, ბილიკებზე სასიარულო. ტყეში და რთულ, გაუკვალავ ადგილებში ათას რამეს გამოედები და მალე გააფუჭებ. მთლიანად ტყავი ჯობია.
კარგი იქნება ნახევარი ზომით დიდი. ჯობია გაიზომო ფეხი და მაგის მიხედვით შეარჩიო. ბრენდების მიხედვით განსხვავდება ზომები (განსაკუთრებით ლა სპორტივას ეხება)
This post has been edited by Alameda on 18 Dec 2014, 09:49