მეც ზუსტად ეგ ფიქრები მქონდა და მერე მივხვდი რომ ჯობს ერთხელ გადაიხადო ბევრი და რამდენიმე წელი დაისვენო.
1-2 თვე გამეწელა ჩანთის გამო მაგრამ სამაგიეროდ კომფორტულად ვიარე.
საერთოდ აღჭურვილობას როცა ყიდულობ ჯობს მოიცადო რამდენიმე ხანი, ფული შეინახო და მერე დაამატო.
ამ ზაფხულს ვაპირებდი კარვის გამოწერას მაგრამ სიურპრიზი მომიწყეს და დოლარი ავარდა

არადა MSR Elixir 2-ს ვუმიზნებდი და დოლარის გამო კემპსორზე უნდა შევჩერდე. იმ დროს კურსი იყო 1.65 და იმენა გეგმები მქონდა დაწყობილი

მერე ავიდა 1.75ზე და მაინც არ შევეშვი გეგმებს, ახლა კიდე 2.20ზეა და არ მიღირს რა. 180$ იყო პიკი იმ დროს იმიტომ რომ მაგაზე მეტზე განბაჟებაზე გადიოდი და 180$ად თავისუფლად დაითრევდი კარგ კარავს. მეორადს თუ იყიდიდი ვაბშე მაგარი მოგივიდოდა. მახსოვს Kelty TN2 აუქციონზე გაიყიდა 130$ად და ნერვები დაწყვეტაზე მქონდა ახლა კიდე მაქსიმუმ 136$ად სეძლებ განბაჟების გარეშე კარვის გამოწერას და აი რაღაც სასწაული უნდა მოხდეს რომ 130$ად კარგი კარავი დაგითმონ აუქციონზე...
უხარისხო აღჭურვილობა მაგრად ტეხავს. ენდობი და ეს ნდობა რომ გიცრუვდება გიშხამდება მთელი ლაშქრობა. გამოცდილი მაქვს უხარისხო ჩანთა, ქართული ჯარის ჩანთა ამკიდეს არმაზზე და დამტანჯა