ზურგჩანთებში ძირითადად გამოიყენება პოლიესტერი და ნეილონი (პოლიამიდი)
ხარისხით რა თქმა უნდა ნეილონი უკეთესია. საუკეთესოდ ითვლება კორდურას ბრენდის ქვეშ წარმოებული ნეილონის მატერია, სხვებთან შედარებით კარგად უძლებს ხეხვას, რთულად იხევა და გვიან ცვდება, მოკლედ, კაი ტიპია. დიდი მნიშვნელობა აქვს ძაფის სისქესაც. საზომი ერთეულია დენიერი. ძაფის სისქე არის 9000 მ სიგრძის ამავე ძაფის წონა გრამებში. ანუ, თუ ძაფი არის 420D, ეს ნიშნავს რომ 9 კმ სიგრძის ეს ძაფი იქნება 420 გრამი. აქედან გამომდინარე, 720 ან 1000 დენიერი ძაფით ნაქსოვი მატერია უფრო გამძლე იქნება, ვიდრე 420 დენიერით.
თუმცა, ძაფის სისქის მატებასთან ერთად, იმატებს მატერიის და შესაბამისად ჩანთის წონაც, ამიტომ მწარმოებლები ტურისტულ და განსაკუთრებით ალპინისტურ ჩანთებს კერავენ 100-420 D მატერიით. აქ დიდი ყურადღება ექცევა ქსოვის ტიპს. ყველაზე გავრცელებულია ქსოვის Rip-stop მეთოდი. რაც ნიშნავს, რომ ეს მატერია უფრო გამძლეა გახევისადმი, ვიდრე ჩვეულებრივი ნაქსოვი. ამ მეთოდით ქსოვის დროს, ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად ჩაყოლებულია უფრო სქელი ძაფები მეტი სიმტკიცისთვის. Rip-stop ქსოვის ერთ-ერთი მეთოდია Diamond Rip-stop.
Rip-stop ნეილონის მატერია

Diamond Rip-stop ნეილონის მატერია

რავიცი, კიდე ბევრი სახელით არის რიპსტოპ მატერიები, როგორც პოლიესტერის, ისე პოლიამიდის
პოლიესტერზე, ცუდიაო ვერ ვიტყვით. ორი წელია კელტის ჩანთა მაქვს, 420D პოლიესტერით შერილი და არსად გახეულა. მცირე ნაკაწრები აქვს მხოლოდ, მიუხედავად იმისა, რომ თრევა და სროლაც უწევს ხოლმე
This post has been edited by Alameda on 21 Jul 2015, 14:33