Andgulaსამთო ქიმიის მოპირდაპირე მხარეს.. აფტიაქი და რაღაცეები რომ არის.. სახაჭაპურეები კიდევ.. იქაა მეორადების ბაზრობა.
თბილი რა გითხრა...

სიარულში მცხელოდა, გვერდით ელვაშესაკრავებიც აქვს ასე რომ შემეძლო გამეხსნა და შედარებით გავგრილებულიყავი. სითბოს უნარჩუნებს. ანუ რომ ვჩერდებოდი არ მციოდა. ცოტა ფართო ვიყიდე რომ მოძრაობა თავისუფლად შემძლებოდა + სქელ ტანსაცმელზე ჩამეცვა. კიდევ ქუდი აქვს და წყალგაუმტარია. წვიმაში მოვყევი, არ დავჟიებულვარ

) ბევრი და დიდი ჯიბეებიც აქვს და ყველაფერი მეტეოდა (ტელეფონი, პატარა ფოტოაპარატი, ქაღალდის ხელსახოცები, ხელთათმანები და ა.შ.). ლაშქრობაში გაამართლა.
ვიდზე დიდი არაფერი მაგრამ გასაპრანჭად არ მიყიდია, საბღოტიალოდ მინდოდა

არის ორმაგი ქურთუკები, შიდა მხარე, თბილი რომელიცაა ეხსნება. მე რომ ვეძებდი ჩემი ზომა/წონის ვერ ვიპოვე. ასეთს თუ იყიდი შეგიძლია გრილ და ძალიან ცივ ამინდებში ერთნაირად გამოიყენო ხოლმე.