Elizbari1995ჰო, მგონი მე გირჩიე
დამელოდე თუ გინდა

მაგრამ ამ ფასში მართლაც საუკეთესო ვარიანტია. ეს და ორეგონ 600/650
ორეგონი ჯობია იმით, რომ ნაკლები წონა აქვს, უფრო ერგონომიულია, დიდი რეზოლუციის ეკრანი აქვს და თაჩსქრინით ნავიგაცია მარტივია ღილაკებთან შედარებით, შესაძლებელია 3D და გეორეფერენსირებული რუკების ჩაწერაც, რაც 64ს-ს არ აქვს.
უარყოფითია ბლუთუსის, ანტ+ სენსორის, სმარტ შეტყობინებების და Live Tracking-ის არქონა, ნაკლები მეხსიერება, ნაკლები ვეიპოინტები და რაც ყველაზე მთავარია, დავარდნისას შეიძლება მარტივად დაზიანდეს ეკრანი და შეგრჩება ხელში ძვირადღირებული სუვენირი

ამიტომ ავარჩიე 64s და ისევ იგივეს გირჩევ

ეტრექსებს ხო საერთოდ არ უნდა მიეკარო
თუ მოვიცალე, აგვისტოს დასაწყისში შევადარებ 62s, 64s და Oregon 600-ს. მაინტერესებს ჯპს+გლონასი მართლა მუშაობს თუ უბრალოდ მარკეტინგული ხრიკია.