მე გეტყვით:
ნახევარი ლიტრი ზეთი.
ჰერკულესის ფაფა. ძალიან ცოტას იწონის, მეტნაკლებად კალორიულია, შიმშილის გრძნობას საერთოდ კლავს.
მარილი.
მაკარონი.
ბრინჯი. 1 კილო სრულიად საკმარისია პატარა ულუფა საკმაოდ დიდხან გყოფნის.
შაქარი.
ნალექიანი ყავა.
დასაყენებელი ჩაი.
რამდენიმე პატარა ლიმონი. წელიწადის დროს გააჩნია.
1 ლიტრი კონიაკი ან არაყი. წელიწადის დროს გააჩნია.
მჭადის ფქვილი.
სასურველია ორი დღით ადრე გავაკეთოთ ბლომად პიურე და განიერ თასზე გავშალოთ, გამოვაშროთ და გავაკეთოთ ფხვნილი. სასურველია რომ თავიდანვე იყოს მარილიანი. საკმაოდ მსუბუქდება და მხოლოდ ადუღებული წყლის დასხმა არის საჭირო.,ცოტა ზეთი და ნოყიერი საჭმელიც მზადაა. გემოსთვის შეგიძლიათ წაიღოთ ცოტა ხმელი ქინძი და ზოგადად გამხმარი სანელებლები. ძაალიან ცოტა წონაა და თან შესამჩნევად გაგიგემრიელებთ საჭმელებს.
არავითარი ნახევარფაბრიკატები და კონსერვები. მაქსიმუმ ტომატის პასტა და მდოგვის ფხვნილი.
რამდენიმე პური დავჭრათ და გავაკეთოთ ორცხობილა. კიდევ მოვიგებთ წონას და ამასთან ერთად გავუქრობთ სავარაუდოდ გზაში ჩაცომებული პურის ავ თვისებებს. პლიუს ამას ისე აძღობს როგორც ჩვეულებრივი პური. ცარიელი ორცხობილის ჭამაც ხანდახან ასწორებს რასაც ვერ ვიტყვით ცარიელ პურზე.
ხორცეული მხოლოდ დამარილებული. ვიჩინა, სალა... წელიწადის დროს გააჩნია. ზოგჯერ საერთოდ არ ღირს წაღება.
წვრილი აი სარეცხის თოკს რომ ეძახიან ეგეთი თოკი ან კაპრონის ძაფი. გაზაფხულზე შეიძლება წნელებით კაკანათის გაკეთება და ამგვარად საჭმლის მოპოვება.