ig1988თუ თბილისში ჩამოდიან და აქედან აპირებ შეგიძლია შემდეგი: დილით ადრე ვარძიაში წახვიდე წალკა-ნინოწმინდის გზით: გზაზე ნახავ ფარავნის და საღამოს ტბებს. შესაბამისად ხერთვისაც დაათვალიერებ. ვარძიის შემდეგ დაათვალიერებინე ახალციხის რაბათი და ადით აბასთუმანში, სადაც ღამეს გაათენებთ და შეუკვეთე ექსკურსია ობსერვატორიაში შუაღამისას. თუ მოწმენდილი ცა იქნება ტელესკოპშიც გაიხედავთ. მერეო დღეს დილით შეგიძლით:
1. წამოხვიდეთ ბორჯომისკენ სადაც ნახოთ მწვანე მონასტერი, ტიმოთესუბანი, ბორჯომის პარკში გაისეირნოთ და მეორე დღის საღამოსკენ დაბრუნდეთ თბილისში.
2. თუ ჯიპით იქნები, აბასთუმნიდან წახვიდე ბათუმისკენ გოდერძს უღელტეხილიდან, შეგიძლია ზარზმა დაათვალიერო, თუ ადრე გახვალ და დროში დაეტევით შეგიძლიათ მწვანე ტბა ნახოთ ბეშუმთან. სურვილის შემთხვევაში ხულოში გაისეირნოთ საქართველოში ყველაზე მაღალი საბაგიროთი და საღამოსკენ ჩახვიდეთ ბათუმში. შემდეგ უკვე პო უსმოტრენიუ

1 დღიანი შეგიძლია გააკეთო სამთავისი, სტალინის მუზეუმი(უცხოელებს აინტერესებთ ხოლმე) გორიჯვარი, ატენის სიონი და უფლისციხე. დაბრუნდი თბილისში ძველი გზით ძეგვის გავლით.
Старый друг лучше новых двух... знает как испортить настроение
Пиво бывает двух видов: халявное и за свои деньги