nDroidდავიწყოთ იმით რომ 20-25 კილო ჩანთით არ უნდა იარო.
ფეხცსაცმელებს კიდე შენ რაც ზემოთ დადე არცერთს საერთოდ არაფერი არ აქვს სამთო ფეხსაცმელთან საერთო. სამთოში ვგულისხმობ ალპინისტურს და არა სალაშქროს. მეორადებში მე სამთო არ შემხვედრია არასდროს. აქ თუ გინდა ყიდვა ფბ ჯგუფებში და მაიმარკეტზე უნდა ჩაუსაფრდე მარა ძალიან იშვიათად რამე გამოჩნდეს. მეც ვყიდი ეხლა სალომონებს.
ძირითადი განმასხვავებელი ნიშანი რითიც სამთო და სალაშქრო ფეხსაცმელი განსხვავდება ერთმანეთისგან არის სიმყარე. სამთო მყარია ზემოდანაც და მყარიაქ ძირიც. ფაქტიურად საერთოდ არ იღუნება. ჩაჭრილი უნდა ქონდეს ცხვირთან და ქუსლთან წრიაპის დასამაგრებლად, ან მარტო ქუსლთან. გააჩნია რომელი კატეგორიის ბათინკია.
აი მაგალითად ეს არის სამთო და შენ რაც ზემოთ დადე როგორც ლევანმა გითხრა სალაშქროდაც კი არ ივარგებს.
და რაც მთავარია ეხლა არგირჩევ სამთო ბათინკში ფულის გადახდას, პირველი იმიტო რომ სავარაუდოდ არ აპირებ ამ სპორტს გაყვე და ერთი ასვლისთვის ამდენ ფულს ნუ გადაყრი, და მეორე იმიტომ რომ არ იცი რა გჭირდება როცა საერთოდ არ გქონია შეხება ამ თემასთან, იქირავო ჯობს.
This post has been edited by dito_Metalhead on 30 May 2016, 18:36
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)