გუშინ ვიყავი მეტეომდე არმისული, მყინვარი სადაც იწყება, რამდენად სწორად ვამბობ არ ვიცი. ანუ ყინულის ფენა სადაც იწყენა იქ.
ტესტ გასვლასავით გვქონდა, სანამ მწყინვარწვერზე შევეცდებით ასვლას, რომელსაც აგვისტოში ვაპირებ ან ამინდები თუ იქნება ივლისის ბოლოს.
ხოდა კაი ხანი უვარჯიშებელი და უმოძრაო კი ვარ. ბოლოს 2 წლის წინ ვიყავი ტობაზე და ეგ იყო , მაგის მერე ვდევარ.
ფიზიკურად კი გავქაჩე მარტივად, გამიკვირდა, მაგრამ უკან დაშვებისას ისეთ დღეში ჩამაგდო ბატინკმა რომ ძლივს ჩამოვედი.
ყველაფერი დაგლეჯილი მაქვს ქუსლებთან მართლა , ფეხის თითებიც გადატყავებული და მაზოლები ისეთ დონეზე რომ სამსახურში შლოპანეცებიც წამოვედი : ((((((
ორი კითხვა:
1. სრაფად რომ მოვირჩინო რა მაზს ან როგორ მოშუშებას მირჩევთ?
2. რა გამოვასწორო რომ შემდეგში იგივე არ დამემართოს ?
ცოტა სასაცილოდ კი ჟღერს ეს კითხვა მაგრამ მართლა ძაან მაღელვებს ეგ ფაქტი.
წინადაც კარგი მეცვა northface-ის გეტრივით, ბატინკიც სადღაც 700 ლარიანია ანუ უხარისხო არ იქნებოდა Dachstein-ი.
რა დარჩა გამომწვევი მიზეზი.
ჩემი ზომა არ იყო დავიჯერო?
არადა რომ მოვიზომე აშკარად კარგად მქონდა ან მე მეგონა რომ კარგად მქონდა
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
(მთელი ბავშვობა ერთი ზომით დიდებს რომ მიმაჩვიეს მომავალ წელსაც გამოგადგებაო მაგის ბრალი იქნება

)
ფეხზე მოძრაობაშიც ვერ მიხვდი პატარა მაქვს თუ დიდი, არც ფეხი მოძრაობდა ძაან ბატინკში და არც მიჭერდა და მეტი ჩემი ზომაა თუ არა როგორ გავიგო

ოდნავ დიდი უნდა მქონდეს თუ ოდნავ პატარა?
თუ ახალი რადგან იყო მაგიტომ ?
(ეს ვარიანტი არამგონია, ესე ვერ დამაგლიჯავდა ფეხებს რაც არ უნდა ახალი ყოფილიყო, რომ ბოტასს ვეღარ ვიცვამ)
This post has been edited by nDroid on 15 Jul 2016, 17:40