ჩანაფიქრი კარგი გაქვს მაგრამ 2-3 თვე საკმაოდ დიდი დროა...
გარდა იმისა რომ ფიზიკურად ძალიან დამღლელია ამდენი ხანი მოძრაობაში ყოფნა,ემოციურადაც ძალიან რთულია...
ჩემივე გამოცდილებიდან გეტყვი რომ სილამაზის აღქმას დაკარგავ რამდენიმე დღეში
18 დღე ვიარე მასე ზაფხულში და 6 კილომდე დავიკელი წონაში, 69 დან 63 ზე ჩამოვედი...
დაგჭირდება მაგარი აღჭურვილობა რომ შუა გზაში არ ჩაგეშალოს ექსპედიცია...შეგიძლია ფორუმელების გამოცდილება გამოიყენო, კარგ აღჭურვილობას შეგაკვრევინებენ უსიტყვოდ.
ფულიც კარგად გეხარჯება, ყოველთვის ავტოსტოპის იმედზე ვერ იქნები, ყველგან არ გაგიჩერებენ მითუმეტეს მარტოს...
სოლოს კიდე სხვა საფრთხეებიც ახლავს. ტყე–ღრე სიარული თუ მოგიწია ნადრის შეიძლება გადააწყდე და ასე შემდეგ, ეგ დამატებითი სტრესია და არც ისე სასიამოვნოა ხანდახან...
წინასწარ დაგეგმვა ძალიან დაგეხმარება და დამიჯერე ეგ საკითხი არ გაატარო... ზედმეტ თავის ტკივილს აგაცილებს და არასასიამოვნო თავგადასავლებს...
ჰო ისე ჩემი აზრით 2–3 თვე არ გეყოფა ყველაფრის სანახავად, საბედნიეროდ ბევრია ისეთი ადგილი ჩვენთან გულგრილი რომ ვერ დარჩები...
წარმატებებს გისურვებ მოკლედ მთელი გულით,ბევრ სასიამოვნო თავგადასავალს...
ცხოვრება ის არის, რაც გახსოვს. დანარჩენი არსებობაა.