Lenovo Vibe P1 მაქვს, ბატარეის და გამძლეობის გულისთვის ვიყიდე...
მანამდე ორი სონი იქსპერია გავტეხე ლაშქრობებში

სონისაც კარგი ბატარეა აქვს, მაგრამ ეს მაგარია ძაან
5000 მილიამპერიანი...
ოთხდღიან ლაშქრობაში ვიყავი, ხუთშაბათს დავტენე და წავედი და კვირას ჩამოვედი.
ამ ოთხი დღის მანძილზე არ გამომირთია ტელეფონი.
გახსნილი მქონდა ჯიპიეს თრექი და იმას მივყვებოდით, ანუ ამ ოთხი დღის მანძილზე ჯიპიესთან მქონდა კავშირი, პარალელურად რასაც გავდიოდი, იმ თრექსაც ვწერდი...
ამას გარდა ვიღებდი სურათებს და ვიდეოს...
ერთადერთი Mobile Data მქონდა გამორთული და ეკრანის სიკაშკაშე მქონდა ჩაწეული...
და თავისი სეივერი აქვს და ეგ მქონდა ჩართული, რაც არ სჭირდება, იმ პროგრამებზე არ ხარჯაცს ენერგიას, ინფორმაციის განახლებებზე...
ფაუერ ბანკიც მქონდა, მაგრამ არ დამჭირდა, რო ჩამოვედი 5% კიდე იყო...
თან კაი ტელეფონია, ყოველმხრივ, საკმაოდ კარგ ფოტოს და ვიდეოს იღებს და ძლიერი ოპერაციული სისტემა აქვს, არ ჭედავს საერთოდ...
კორპუსიც გამძლეა...
ეს ტელეფონი რო წაიღო და ერთი
ნორმალური პორტაბელური დამტენი იყიდო, თავისუფლად გეყოფა ერთი კვირა...
This post has been edited by Frankens†ein on 2 Mar 2017, 00:14
Mens sana in corpore sano...