ეხლა შვიდნი ვიყავით ოთხდღიან ტურზე და ხუთი კარავი გვქონდა

ბიძაშვილი ვერ გავწირე, გამოუცდელია და ვერ ატარებდა, თორე მეც მარტოს მექნებოდა კარავი.
ლაშქრობა კი მევასება ხალხთან ერთად, მაგრამ კარავში ძილი მარტოს მირჩევნია.
მინიმუმ ტიპს არ დავიწვენ კარავში, ატაროს თვითონ.
გოგოს კი ბატონო, მაგის შეგნება კი მაქვს, რომ ზედმეტი წონა არ ვატარებინო.
სექსისტი ვარ მაინც

ინიციატივას არ ვიჩენ, მაგრამ როცა მთხოვენ არ ვეუბნები უარს.
საჭიროება რო იყოს არ დავტოვებ არავის ღია ცის ქვეშ, მაგრამ წინასწარ რატო ვუტარო.
თუ არ შეუძლია, დარჩეს ან სხვასთაბ გაინაწილოს.
ჩემ კარავს ვატარებ მე თვითონ, არ მჭირდება ვინმეს მოხმარება ან გადანაწილება.
თან კომფორტია, ჩანთა კარავში მაქვს და ყველაფერი ამოყრილი, რაც შეიძლება დამჭირდეს

17 კგ იყო ჩემი ჩანთის წონა ოთხდღიან რთულ ლაშქრობაში, მაგრამ წონას არ შევუწუხებივარ, კარგად ანაწილებს ჩანთა
This post has been edited by Frankens†ein on 6 Jul 2018, 20:49
Mens sana in corpore sano...