Levan_Lionვინ გითხრა რომ დავამთავრე.

მეორე ნაწილი ახლა იწყება.
რაც მითხარი ის ინფორმაცია გადავხარშე, სახლთან ახლოს მდებარე ტურისტული აღჭურვილობების მაღაზიაში შევირბინე და ახალი კითხვებისთვის მოვემზადე.

სულაც არ ვფიქრობ რომ არცოდნა სირცხვილია.
ასევე, ვფიქრობ, რომ სულელური შეკითხვა არ არსებობს.

მოკლედ, ამ მაღაზიაში დავათვალიერე დიდები, საშუალოებიც და პატარებიც.
საშუალოს ზომა მომეწონა. სანამ არ ვნახავდი, ზეპირად ხომ არ ვიმსჯელებდი.

იდეაში, პატარაც რომ გქონდეს ადამიანს არ იქნებოდა ურიგო.

კორეულებიაო. და ნორმალური ხარისხისო. 100 ლარი ღირდა.
არადა ჩემ დეიდაშვილს აქვს დიდი ზომის, სულ ახალი. რომ ავიკიდე, ჩანთის თავი კეფასთან მქონდა და ძირი - მუხლებთან. მაგ ჩანთაში სულ რმ ბამბა ჩავალაგო, ის გადამძალავს.