მთელი ჩემი ავლადიდება მშობლებს გადავეცი ბათუმში და მანქანის საბარგულში აგრძელებს მოგზაურობას

ჩამოვა თვის ბოლოს და დავდებ ვარესებს

რაც ახლა შემიძლია დავწერო:
ავედი გომის მთაზე----გადავედი ხინოს მთაზე და ზინოს დსახლებაში----მივედი სარბიელამდე----სარბიელა არის მანდაურობის გასაღები, საითაც გინდა იქით გააჭრი, ოღონდ გზა უნდა იცოდე და ხედავდე-----სარბიელადან გადავეშვი ხინოს ხეობაში რეინჯერების ბილიკით--ჩავედი მონასტრამდე და მერე უკვე ქობულეთამდე.
მეძინა კარავში, მიტოვებულ სახლებში და აიალებში--მწყემსების საზაფხულო საძოვრებთან არსებულ სახლებში, ქვემოთ საქონელი იყო და ზემოთ მწყემსები და მე. აი ასე მაგრად ცხოვრებაში არ გავრთობილვარ

მთელ ხეობაში 5-6 კაცი ვიყავით და დავრჩი 3 დღე, თან მაინტერესებდა. საქონლის დევნა, ცხენის დაჭედვა, რძე და არაყი ოხრად და მაგრად გავერთე რა. თან შედიხარ ტელეფონი არ იჭერს და კინტრიშის ანძებამდე არ ჩავედი გარე სამყაროს ვიყავი მოწყვეტილი და მაგან დაგლიჯა საერთოდ. გზას რაც შეეხება: გურიის მხარე არის მოტიტვლებული, ტიალი მინდორია და ალაგ-ალაგ თოვლიც იყო შემორჩენილი. ქარი, ნისლი და წვიმა გარანტირებულია. დილის 0530ზე ვდგებოდი და აბარგებას ვიწყებდი, იმიტომ რომ 1200-1300სთვის უკვე დანისლული ქონდა ყველაფერი და ვჩერდებოდი. დასწყევლოს ეშმაკმა და დათვი და მგლები ყოფილან ოხრად. ხანძარმა გადმოყარაო და ნისლთან ერთად მოდიანო. დათვი არა მაგრამ დათვის კაი ჯანმრთელი 1-2 დღის მოსაქმებული კი ვნახე :დ დანარჩენი; ულამაზესი ბუნება, ტყე და პირდაპირ კლდიდან გადმოღვრილი მდინარეები, თაფლი და ნესტი. კარგი მარშრუტია , ოღონდ მარტო არ უნდა წახვიდე როგორც ახლა ვუყურებ :დ
ეპიკირებიდან:
კარავს გამოვცვლი და ავიღებ ერთკაციანს.
მრგვალი პარალონის ტყტყტ-ან გასაბერს ავიღებ ან დასაკეცს.
დანას გამოვცვლი და მსუბუქს ავიღებ. საერთოდ არ დამჭირდა ხერხი და სატეხი.
ფოვერბანკი, სოლარპნაელი და ფინტიკლუშკებს ვტოვებ. მიმაქვს ძველი ნოკია და ფოტოკამერა პატარა.
ერთი ერთ ლიტრიანი ბოთლი და დანარჩენი ქემელბექი. ორი ბოთლი მიმქონდა, ერთი ჩამოსაკიდი იყო და გავმწარდი

პონჩოს გამოვცვლი და რამე მსუბუქს ვიყიდებ.
ჩანოდუგის საწვიმარი ვიყიდე და წვიმისგან ვერა მაგრამ მზისგან დაიცვა ჩანთა :დ ესეც გამოსაცვლელი მაქვს.
100 გრამიანი საწვავი გეყოფათ ერთი კვირა და დიდს ნუ წაიღებთ.
შემდეგ წელს ახალ ბათინკებს დვითრევ აუცილებლად და ერთი 5-7 წელი დავისვენებ

დავწერ კიდევ რამე თუ გამახსენდა.
პ.ს ხო ჩურჩხელებსა და სნიკერსზე: არაყთან ერთად მაგრად გაასწორა

ოღონდ თუ სვავ ბანაკდები და აღარ უნდა იბოდიალო. ესაა ჩემი კომენტარი :დ