Spotifyგაგების და შეგრძნებების ამბავში დაგიწერა პასუხი და მართალიცაა

ანალოგიურად, ბევრნაირი ჩანთა მაქვს გამოცდილი და ეს აღჭურვილობის ის ნაწილია რომელშიც თანხა არ უნდა დაინანო. ეს არის გრძელვადიანი ინვესტიცია შენს კომფორტში და ჯანმრთელობაში.
ვაგზლის ერთჯერადებს და ბრენდებს რომ შეეხო, შეხებითაც იგრძნობ განსხვავებას. ვაგზლისები არის შეკერილი უხეში ნაჭრით (შეიძლება მხრები გადაგიყვლიფოს. ძალიან ცუდი ხახუნის შეგრძნება აქვს), ბრენდების სხვა სტრუქტურაა, უფრო რბილი, ამავე დროს უფრო მტკიცე, წყალგამძლე.
განსხვავებები არის ჩანთის წონებშიც, მის მასალაში.
ასევე რამდენად კარგადაა შეკერილი, ნაკერები რამდენად მტკიცე აქვს.
რა დეტალები აქვს (ჯიბეები, მისამაგრებლები...), რა მოყვება (საწვიმარი) და ა.შ.
წონის გადანაწილება - ვაგზლის ჩანთა რომ მქონდა, მხრები ჩამაწყვიტა. ახლა სხვა მაქვს, რომელსაც გაცილებით კომფორტულად ვატარებ. არ არის შემაწუხებელი.