d_tsaboკი ცუდი მაღაზია არ არის არჩევანიც დიდი აქვთ სხვებთან შედარებით, კარაბინების და აკაზმულობის ყიდვაც შეიძლება.
ექსტრემში მილეტის და ტენდონის თოკები აქვთ, მამუტი ან ბიალი მინდა. თუ შევძლებ ამ საიტიდან გამოწერას აქედან გამოვიწერ.
Levan_Lionმე პროდუქცია არ მიხსენებია მეგობარო, კონკრეტულ პროდუქტზე - ცოცვისთვის განკუთვნილ ფეხსაცმელებზე ვთქვი

არ ვაპირებ წერეთელზე გავლას და რაღაც ასევე გაურკვეველ მაღაზიებში რამის ყიდვას.
თანხაზეც არ გამიკეთებია აქცენტი, მე კონკრეტულ შემთხვევაზე ვთქვი, რომ ეს ბრენდი rock empire და მისი "კონკრეტულად" ცოცვისთვის განკუთვნილი ფეხსაცმელები არის ბუნდოვანი წარმომავლობის. ჩეხური ბრენდია ოფიციალურ საიტზე ფასები არ აწერია, არც რევიუებია სადმე და 266 ლარი რატომ უნდა მივცე ასეთ ფეხსაცმელში, როცა ლა სპორტივას ან სკარპას გამოწერა შემიძლია 60-120ევროს ფარგლებში, ბევრად გამოცდილი და ხარისხიანი ბრენდის. უბრალოდ რამდენიც არ უნდა გადავიხადო შესაფერის ხარისხს და გარანტიას ვერ ვიღებ თორემ შეიძლება მანდ ნაყიდი უფრო იაფიც დამიჯდეს.
სხვა პროდუქციის ფასები, სალაშქრო ფეხსაცმელის ან სალაშქრო აღჭურვილობის არვიცი და ვერც ვერკვევი.