ეხლა ვიყავი კლდეკარი-რკონზე, გასულ შაბათ-კვირას.
და ერთი ტიპი იყო კარიმორის ზურგჩანთა ქონდა.
რაღაც მომენტში ჩემს წინ მოექცა და ერთი 5 წუთი მაგის უკან მომიწია სიარული.
ვიწრო ბილიკი იყო და როგორც კი დრო ვიხელთე, გადავუსწარი.
დავიტანჯე ყურებით.
უბანძესი ზურგჩანთაა.
მაგას ისევ პატენტი ნორთ ფეისი ჯობია...
პარალონს მაინც მიამაგრებ ნორმალურად, კარიმორისგან განსხვავებით...
ისე მე რო მქონდა/მაქვს 120 ლარად ნაყიდი ნორთ ფეისის ჩანთა, ძაან მაგარი გამოდგა.
5 წელი ვიხმარე (თან კარგად ვიხმარე) და არაფერი მოსვლია. ყველა შესაკრავი თუ სამაგრი ხოდზეა, ზურგს არ ტკენს.
ახალი ჩანთაც იმიტომ ვიყიდე, რომ 60 ლიტრიანი არ მყოფნიდა და ვსწვალობდი.
არ მევასება ჩანთაზე გარედან დაკრული კარავი.
ხო, ჩემი ჩანთა გამოდგა ძაან საკაიფო.
https://www.amazon.com/Jack-Wolfskin-75-Exc...fskin+75+denali200$ ღირს ეხლა ამაზონზე, მაგრამ მე 115-ად ვიყიდე და მაგაზე დაბალზეც იყო ჩამოსული, პერიოდულად არის ხოლმე ფასდაკლებები.
წონა ძაან საკაიფოდ არის გადანაწილებული, 75L+10L გაძეძგილი მქონდა და არ მიგრძვნია სიმძიმე.
შუიდანაც რო იხსნება ჩანთა საკაიფოა, ქვემოთ თუ გიდევს რამე და ამოღება გინდა, ყველაფრის ამოლაგება-ჩალაგება არ გიწევს.
წელის ქამარზე წყლის ან სხვა რამის ჩასადები ჯიბე დამევასა კიდე...
მოკლედ საკაიფოა.
ერთი ნაკლი აქვს მარტო, ვიწროა და მაღალია რაც წონის გადანაწილების პონტში კაია, მაგრამ ტყეში სიარულისას ტვინის ბურღვაა ტოტებს რო ედება...
თავზე მაღლაა ჩანთა და რო გგონია რო თავზე არ გედება ტოტი და გაძვრები, ჩანთა ედება...