Jack Wolfskin Denali 75 - ეს მოდელი მაქვს მე.
რავიცი რა ვთქვა, კაი ჩანთაა ყველანაირად.
მატერია ხარისხიანი ჩანს, ერთი წელი იქნება მაქვს, გაუვალ ტყეშიც მიტარებია, წვეტიან ქვებზეც მიხახუნებია და არაფერი არ ჭირს, ახალივითაა.
საკმაოდ დიდი მოცულობაც აქვს, ყველაფერს ჩაატევ.
გარეთა სათავსო, შუაში თუ გიდევს რამე და ამოღება გინდა, არ ჰიწევს გახსნა ჩანთა და ყველაფერი ამოალაგო, შუიდანაც იხსნება,
და გვერდითა წყლის ჩასადები აქვს რაც მომწონს კიდე ძაან.
თვითონ ჩანთა მძიმეა, 2.5 კგ-ია მგონი, მაგრამ ისე ანაწილებს წონას, რომ მხრებზე საერთოდ არ გაწვება, წელზე და მკერდზეა მთელი დაწოლა და არ გღლის.
ამ მოდელის ფასი რის მიხედვითაა ამაზონზე, ვერ გავიგე

ჯეკ ვოლფსკინის ოფიციალურ საიტზე და სხვა ონლაინ-მაღაზიებში 200$-ზე ძვირი ღირს ყველგან.
ამაზონზე კიდე ხან 200$ ღირს, ხან 150$, მე 120$-ად ვიყიდე და ხან ნაკლებია ხოლმე, თამაშობს სულ, ხან ავარდება ხან ჩამოვარდება.
არადა By Jack Wolfskin არის, რამე უცნობი სელერის არა.
This post has been edited by Frankens†ein on 3 Oct 2018, 12:17
Mens sana in corpore sano...