Lasha244ვიფიქრე და გადავწყვიტე რომ ვერ გეყოფა
ზურგჩანთა - $250-300
ფეხსაცმელი $250-300
სალაშქრო ჯოხები - $100-120
საწვიმარი - $50-60
საძილე - $200-250 ან მეტი. ოთხსეზონიანი თუ გინდა $300-დან ზემოთ
ჭურჭელი (ქვაბუნა, ჭიქა-ჩანგალ-კოვზები და ა.შ.) - $100-დან ზემოთ
წყალგაუმტარი ჩანთები - თითო ალბათ $20-დან
კარავი - $200ისკენ
ქვეშაგები, ე.წ. პარალონი - $100 და მეტი
თერმოტანსაცმელი - $150-დან ზემოთ
ქემელბექი, სამედიცინო ჩანთა, კონტეინერები და სხვა წვრილმანები - $100+
ზამთრის ქურთუკი - თბილი, მსუბუქი და მოხერხებული - $100-150
კიდევ ბევრი წვრილამნი, არ მახსენდება ახლა.
გადაიანგარიშე ეს დოლარის კურსით, მიამატე განბაჟების (300 ლარზე მეტი რაც არის), ტრანსპორტირების და დაითვალე რამდენი გამოვა.
აქ არ გქონდეს იმედი რომ რამე ხეირიანს იყიდი. ბრენდულ მაღაზიებში ისეთი ფასებია, გამოიწერ, განაბაჟებ და ხურდაც დაგრჩება.
გამოწერის მინუსი ის არის, რომ შეიძლება რაღაც არ მოგერგოს და ვერ გამოიყენებ. ჩანთა, ქურთუკი, ფეხსაცმელი - შეიძლება ნახევარი ზომით დიდი იყოს ან პატარა. არ ღირს ამ შემთხვევაში მაინც ტარება. შეგაწუხებს ლაშქრობაში და შეაწუხებ შენც სხვებს.
შემოვა აგერ ფრენკი, გეტყვის რად გინდა ამდენის გადახდა წადი ვაგალზე იყიდე ნორთ ფეიქებიო

იყიდი და ან წელი ჩაგწყდება, ან ვითომორიგინალის სახელური. თან შუა ლაშქრობაში. დარჩები გაღიმებული. ასევე ვითომ ორიგინალ ფეხსაცმელებს გასძვრებათ ძIრი, გაირღვევა, თითებით კენჭებს დაითვლი და თან მწარმოებელს მოიკითხავ ტკბილად, თან გამყიდველს თავისი ოჯახით და ახლობლებით, თან მრჩეველს ვინც ის დეგენერატობა გაყიდინა

საყიდლად რომ მიდიხარ უნდა იცოდე რას ყიდულობ, რა მახასიათებლებით უნდა იყოს, რისთვის და ა.შ. გამყიდველის ჭკუაზე არ უნდა გიაიარო თორემ შემოგატყუებს ნაგავს და მერე შენს თავს დააბრალე. თუ არ იცი ფეხსაცმლის, ზურგჩანთის, საწვიმრის და ა.შ. შერჩევა - დაგუგლე და გაიგე. ან თუ ვინმეს იცნობ ვინც ამაში ერკვევა, გაიყოლე ყიდვისას. ასევე ჩაათვალიერე ფორუმის ეს და წინა თემებიც და ძალიან ბევრ რამეს ისწავლი.
ახლა მეორე ეტაპი: ეს ყველაფერი იყიდე, ამაყად აღიჭურვე და მიდიხარ ლაშქრობაში... დარწმუნებული ხარ რომ გაქაჩავ?