მე მაქვს სალევას ბათინკი, კონკრეტულად ეს -
https://www.salewa.com/alp-trainer-mid-gore...063432?c=516602შენ რა ლინკიც დადე, ეგეც ძალიან კარგია, ჩემმა მეგობარმა გამოიწერა.
ეგ უფრო სამთოა და მე რაც მაქვს უფრო სალაშქრო, მსუბუქია უფრო.
მესამე თუ მეოთხე წელია მაქვს და ძალიან კმაყოფილი ვარ, არც გახეულა, არც ძირი ამძვრალა.
ძალიან მოსახერხებელია, მსუბუქია.
ადრე თუ გვიან ხო აღარ ივარგებს და აუცილებლად ამ ბრენდის ბათინკს ვიყიდი ისევ.
ამაზონიდან გამოვიწერე მე და ზომა ზომაზე მიდის, როგორც ამბობენ.
ნახე ცხრილში შენი ფეხის ზომა რამდენია ამერიკული საზომით და ოდნავ დიდი გამოიწერე, სასურველია ერთი ზომით დიდი, ფეხი თავისუფლად რომ გქონდეს.
წესით ჩვეულებრივ თხელ წინდებს არ ჩაიცვამ და თერმულ წინდებზე რო არ მოგიჭიროს.
ჩაიცვი სქელი წინდა, როგორითაც უნდა ილაშქრო ხოლმე, მიდი აქაურ მაღაზიაში და რომელი ზომაც მოგერგება კარგად, ის გამოწერე.
ისე, ოფიციალური მაღაზიიდან გამოწერას ამაზონიდან გამოიწერო ჯობს, ფასდაკლებები აქვთ ხოლმე.
შეიძლება ვინმეს გაუკვირდეს, დილერი მწარმოებელზე იაფად როგორ ყიდის, რაღაცას ხო არ მაიმუნობენო, მაგრამ მასეთი პრაქტიკაა - მსხვილ დილერებს იმაზე ნაკლებ ფასში აძლევენ პროდუქციას, ვიდრე თვითონ ყიდიან.
ამ წუთას შენი დადებული 220 ევროიანი ბათინკი 250$-ად არის ამაზონზე, მაგრამ თუ არ გეჩქარება დაელოდე და დაიკლებს.
მასე ვიყიდე მე, 200$ ღირდა ჩემი (ეხლაც მასეა) და ჩაგდებული მქონდა "ვიშლისთში" და ერთ დღეს გაიაფდა 120$-მდე (მაშინ ისეთი კურსი იყო, 300 ლარზე ნაკლები გამოდიოდა და არ უწევდა განბაჟება) და ვიყიდე ეგრევე,
მერე გაძვირდა ისევ.
სავარაუდოდ პარტიიდან ცოტაღა რო რჩებათ, აკლებენ ფასს და მერე რო შეავსებენ ისევ მაღალ ფასში ყიდიან,
ჩანთაზეც მასე გავაკეთე, 200$ ღირდა და ერთ მშვენიერ დღეს 115$ გახდა და ვიყიდე ეგრევე.
როგორც კი ვიყიდე, ეგრევე 90$ გახდა და მაგრად გამიტყდა

მაგრამ იყიდა ალბათ ის ბოლო ვიღაცამ და ორ დღეში ისევ 200$ გახდა

მოკლედ ბრენდს ვუწევ რეკომენდაციას, გერმანული საკმაოდ ხარისხიანი ბრენდია.
როგორ იყიდი და სად, ეგ შენ გადაწყვიტე

გაითვალისწინე, რომ გამოწერის შემთხვევაში 18% განბაჟების მოსაკრებელი დაემატება და სადღაც 20-30$ ჩამოტანის საფასური კიდე.
იქ თუ 200$ ან სულაც 200 ევრო ღირს და აქ სალევას მაღაზიაში 650 ლარად ყიდულობ, აქ ყიდვა უფრო იაფი დაგიჯდება და ზომაზე ნერვიულობაც არ მოგიწევს