ჩანთა არის ეს:
https://www.osprey.com/us/en/product/aether...5-AETHER85.htmlიდეალური ჩანთაა. აქ დამეხმარნენ შერჩევაში შარშან. თეძოებზე გაქვს მიდUღებული და მიდიხარ. ზომები უნდა შეარჩიო ზურგის და ზუსტად მოირგო ოღონდ.
ძვირია მაგრამ ღირს რა გამოწერად. ჩანთის წონა: 2.4 კგ
საწვიმარი:
https://www.amazon.com/gp/offer-listing/B00...&qid=1567455251ეს კარავი:
https://www.thenorthface.com/shop/stormbreak-2#hero=0 წონა: 2.4 კგ.
საძილე:
https://www.thenorthface.com/shop/aleutian-...variationId=3AK 0.222 კგ.
ზუსტად ეს მოდელებია. მაგელანში ვიყიდე 520 გელად 3 თუ 4 წლის წინ. ფასდაკლება ქონდათ და ბოლო კარავი იყო ვგონებ.
არანაირი ნაკეცები, არანაირი ნაკაწრები, სუნსაც კი არ იკიდებს. ამ ყველაფერმა გაუძლო მძიმე წვიმებს, ცოტა ყინვასაც-ექსტრემალური ტემპერატურა 2-3 გრადუსი დაფიქსირდა და გარეთ რომ გავედი კბილებს ვაკაცკაწებდი :დ ცოტა გცივა მასეთ პირობებში, მაგრამ ეგ ეპიკირების ბრალი არ არის.
მადუღარა:
https://jetboil.johnsonoutdoors.com/stoves-...-cooking-system წუთ და 39 წამში ადუღებს 1 ლიტრ წყალს. გადაღებული მაქვს

როდესაც ადუღებ: პირდაპირ არ ვყრი საჭმელს მადუღარაში, სუნს იკიდებს, ცხელია და ეგრევე ვერ მოხვრიპავ, თან ეგ ერთი ლიტრი სხვადასხვა რამისთვის გჭირდება ხოლმე: 0.6 ლიტრი საჭმლისთვის და დანარჩენი ვთქვა ტერაფლუ ან ჩაი ან კაკაო, ამიტომ ვიყიდე ეს:
https://www.amazon.com/gp/offer-listing/B00...8&condition=all 42 დოლარი დაჯდა და მაგ დროისთვის ბოლო მოდელი იყო ეგეც მაღაზიაში. თვენახევარი მოდიოდა იაპონიიდან და ძვლივს ჩამომასწრო

ახლა გამოუშვიათ კიდევ ეგ მოდელი. საკაიფო რამეა. ოღონდ თავსახური და ჭიქა ერთმანეთზე მიაბი რომ ერთად იყოს.
ასევე თუ ყინვაში გიწევს სიარული: იმავე სნოუპიკის ორკედლიანი შეგიძლია დაითრიო. ზემსუბუქია და ზეგამძლე.
ფეზი ამისრიალდა და ზედ მაგ ჭიქას დავასკდი ზურგით: აუ მეთქი გავღუნე. ამოვიღე და არც არაფერი :დ
სპორკი:
https://snowpeak.com/products/titanium-spork 13 უესდი დამიჯდა და სულ რაღაც 11 გრამია მგონი. საკმაოდ გამოსადეგი რამ არის.
კოვზი და ჭიქა რამით გადდავი ერთმანეთს და ძებნა/ამოღებაში დრო არ დაგეკარგება.
ეს დანა:
https://www.amazon.com/RealFireNSteel-Fire-...ps%2C282&sr=8-1ამაზე ბევრს ნუ დახარჯავ, მაგრამ თუ ყიდვაა რამე ასეთი გირჩევნია:
https://www.fallkniven.se/en/knife/a1xb/ან
https://www.bladehq.com/item--Colonial-Knif...-Defiant--43635ჩემი მოკლე ჭკუით: არ უნდა იყიდო დასაკეცი. მყარი ტარი, გრძელი/მსხვილი პირი და თითის დამცავი ვადაზე. ამ ყველაფრისთვის იხდი ფულს და მერე იტანჯები: იმიტომ რომ 400-450 გრამი მაინც იქნება მასეთი დანა.
თუმცა შეგიძლია დაიკიდო ესეც: ხალხი ვენგერის მულტიდანით დადის და არც არაფერი.
იტალბასტონი რომელიღაც მოდელი:
https://www.italbastoni.com/categoria/trekking-poles/ ეს აქ ვიყიდე 50 გელად და მაგარი ჯოხებია. შეგიძლია წერეთელზე დაითრიო მსგავს ფასში, მაგრამ აუცილებლად იყიდე მეორადი და ნაღდი.
ახლები არაფრად ვარგა და არც ღირს დიდი თანხის გადახდა: სულერთია ან დაკარგავ მერე ან გადაგიტყდება ან შემოგეღუნება :დ
მე მომსვლია მასე და იმიტომ.
ფეხზე:
https://www.sportiva.com/nepal-evo-gtx-2018.htmlოღონდ ჩემი ძველი მოდელია და ვიყიდე 40 გელად სამგორში :დ სამუშაოსთვის არისო და კარგი მეთქი. არ იცოდა რას ყიდდა.
ისე შეგიძლია სალევა, ლოვა და ა.შ. იყიდო. ოღონდ წყალი არ შედიოდეს . სადღაც 100უსდ დაგიჯდება კარგი. ძალიან კარგი მეტი.
2 ცალი შარვალი, სადღაც 130 გელა ეგენი დამიჯდა. ერთი ისე შარვალი და მეორე მალშრობადი. 2 თერმო წინდა , თერმო შარვალი, 2 თერმო ზედა, საწვიმარი 300-400 გელა ესენი.
გპს არ მაქვს და ვთხოულობ ხოლმე, იმიტომ რომ მაქვს საშუალება ვითხოვო და ხშირად არ მჭირდება.
საკაიფო მოდელებია: გარმინის 60ცხ
https://buy.garmin.com/en-US/US/p/310 ან 64ს. განსხვავება ამ ორს შორის ის არის რომ 64ს გლონასისი მხარდაჭEრაც აქვს.
ჯიპიესი დასავლური სატელიტებია და გლონასი რუსული. ორივე სისტემა გექნება. ეგეც სადღაც: 250უესდი ღირს, თან რუქა დაგჭირდება-ეგ ცალკე უნდა იყიდო.
თავის ფანარი მქონდა და მოვიცილე მერე და ჩვეულებრივი ფანრით დავდივარ: 30 გელა ეგ.
ფოვერბანკი შევარჩიე ძვლივს და მაგის ამბები ქე იცით :დ ნუ სადღაც 50 უესდი ნორმალური. ან მზის ბატარეები და ეგეც ძვირი სიამოვნებაა და რაც მთავარია მძიმეა.
იდეაში ეს არის საწყისი ეპიკირება. ამ ნივთების შეძენაში აქ დამეხმარნენ და დიდი მადლობა ლოლზს , ბატონ ლევანს და დანარჩენებს )))))
ეს ყველაფერი სადღაც 900 უსდმდე ადის. სამომავლოდ გარმინი+პოფერბანკი+ფეხსაცმელი და ერთი 500 უსდც მიემატება.
ძვირი სიამოვნებაა, მაგრამ ღირს. უმრავლსესს რაც დავწერე ლაიფთაიმ გარანტია მოყვება. შეიძLება მარკეტინგული სვლაა, მაგრამ ფაქტია 2-3 წლის ხმარების მერეც ახალივით გამოიყურება ყველა. სხვა საკითხი ვუვლი, მაგრამ ჩანთან მაგალIთად არ დამიზოგავს

სად აღარ იხოხიალა და მარტო ქვემოთ ჩარჩოს კუთხეებში ეტყობა სიმძიმისგან ტკეპნის კვალი :დ ღირს რა შეძენა. ასევე სხვა ბრენდის მოდელებიც შეიძლება იყიდო. ერთბაშად ნუ იყიდი ოღონდ: ჯერ ნახე რა მოგწონს.
21 დღე დამიჯდა 1900 ევრომდე. ბალტიისპირეთი იყო, ფინეთის 3 ქალაქი იყო, შვედეთი იყო და ისტანბულში ერთი დღე. აქედან: 900 ევრო ბილეთები იყო. წინასწარ თუ შეიძენ ფასდაკლებაა არის. სტოკჰოლმი კირუნას-კირუნა სტოკჰოლომის ბილეთები დაჯდა მარტო 180 ევრო, მაგრამ იაფიანი ადგილები 551 კრონა ღირს , რაც დაახლოებით 116 ევროა ორივე გზა. ჰელსინკიდან სტოკჰომამდე ბორანი: 160 ევროს ურტყამს და 17 საათი ხარ გზაში, მაგრამ ჰელსინკიდან ტურკუმდე ავტობუსი 20 ევროა და ტურკუდან სტოკჰომამდე დილის ბორანი 14.6 ევრო დამიჯდა წინასწარ რომ ვიყიდე, მგზავრობა სადღაც 11 საათი. ანუ ჯამში: კაი ჰა 40 ევრო.
და მასე ზოგავ რა ფულს. ღამე არ გამითნებია არსად სატუმროში. 2ჯერ ვისარგებლე ქაუჩსერფინგით:
https://www.couchsurfing.com/ დანარჩენი: ქალაქგარეთ პარკებში კარვით. არავინ არაფერს არ გეტყვის ისეთი წყნარი ქვეყნებია. რეისები ჩავსვი ისე რომ ღამე ყოფილიყო: და მატარებელი/ავტობუსებში ცალკე მეძინა + მოწყობილობებს ვტენიდი. ბილეთები: 162 ევრო თბილისი ვილნიუსი და 223 ევრო: სტოკჰოლმი-სტამბოლი-თბილის.
სტამბოლთან ერთი ოდინდელი მაიმუნობაა

როდესაც ყიდულობ ბილეთს და ფრენებს შორის დაშორება არის 12-13 საათზე მეტი, ოღონდ ისე რომ შენ არ აკეთებ დაცილებებს სპეციალურად, მაშინ გეკUთვნის ან სასტუმრო, ან ქალაქში გასეირნება უფასოდ. თუ ღამე გიწევს ლოდინი: რა თქმა უნდა სასტუმრო და თუ დღე : ქალაქი. მე მსიარგებლია ადრე ამითი და ასწორებს მაგრად. აქაც გავყავი რეისი და 17 საათი დამიჯდა ფრენებს შორის+თან 319 ევროს ნაცვლად-223 ევრო.
ერთი დღე სტამბულის მიემატა. სტამბოლი+აია სოფია+კაი გემრიელი საჭმელი და ავტობუსები დამიჯდა სულ 110 ლარი

იდეაში გაცილებით ნაკლებადაც შეიძლებოდა. შვედეთში ვიყავი 10 დღე და გავიწეწე თავი მანდ

თან წავიდა მერე საუნები, ლუდები და ა.შ. მაგრამ ღიდა

იგივე გზას სუვერინების და მაიმუნობების გარეშე; სადღაც 1100-1200 ევროდ დაფარავ. 21 დღეში ევროპაში 1200 ევრო საკმაოდ იაფია.
დასავლეთ ევროპას რაც შეეხება: ძალიან კარგად დაგეგმე გადაადგილება. ვაიფაი ვყელაგან არ არის და როუმინგი გაგწეწავს. ამიტომ მე ვიღებდი და რუქებს ვხატავდი ორიენტაციისთვის. საწყის წერტილებად იღებ ჩასვლის და გასვლის ადგილებს: ავტობუსის/მატარებლი ცენტრალური სადგური-როგორც წესი ეს ორი ძალიან ახლოს არის ერთმანეთთან, პორტი და აეროპორტი. ეს 4 გინდა. მერე დაიტან რა უნდა დაათვალიერო ქალაქში და მიმართულება გაქვს.
ორიენტაციის უნარი თუ კარგი გაქვს გააგნებ ეგრევე. ან კითხავ ვინმეს და გეტყვიან. დაახლოებით ასე როგორც ტალინის შემთხვევაში გავაკეთე:

ჩამოვედი ცენტრალურ ავტობუსის გაჩერებასთან და ვიცი, რომ 3.2 კმში ძველი ქალაქია. ასევე ის რომ ძველი ქალაქიდან პორტი სადღაც 1 კმში და ზემოთ და ოდნავ მარჯვნინვ არის(ჩრდილოეთით-აღმოსავლეთი). ზოგიერთი ლოკაცი ჩაინიშნე: ეს ტაძარი სად არის და მერე ორიენტირდები. შეიძLება სულელურია, მაგრამ მუშაობს

ელემნტები არ გიჯდება და დატენვაში დროს აღარ კარგავ, როუმინგზე და მაკდონალდის ვაიფაიზე დამოკიდებული არ ხარ .
ბილეთები: შეიძIნე წინასწარ და ერთი 3 თვით ადრე დაიწყე ძებნა. იკითხე ფეისბუქ ჯგუფებში როგორ მოხვდე და მარშრუტი ააწყვე. იგივე გზა ჰელსინკიდან-სტოკჰოლმამდე 160 ევრო ჯდებოდა და ჰელსინკი-ტურკუ-სტოკჰოლმი 40 ევრო დამიჯდა. დროშიც მოვიგე. კომფორტს მოერიდე და იაფიანი ბილეთები ყოველთვის მოიძებნება. ზოგადად 200-300კმს გავლა ავტობუსით ჯდება 20 ევრო. ფოი-ფოი ქვეყნებში სადღაც 30 ევრო შეიძლება.
და კიდევ რას აკეთბენ: ყოფენ გზას. ვთქვათ ბერლინი კოპენჰაგენი ღირს 40 ევრო. ცენტრალური სადგურები, მაგრამ შენ პორტი გინდა.
საიტიდან რომ იყიდო: ბერლინი - კოპენჰაგენის პორტი დაჯდება 45 ევრო ვთქვათ, მაგრამ თუ იყიდი ბერლინი-კოპენჰაგენის სადგურების ბლეთებ და მერე ვაიმე პორტი მინდოდა: კოპენჰაგენის ცენტრალური სადგური-კოპენჰაგენის პორტი შეიძლება 15 ევროც დაგიჯდეს.
უკან დასაბრუნებელი ბილეთი გქონდეს აუცილებლად: საზღვარზე ცოტა დააკლდათ გამომაბრუნეს. არ ჯერათ რომ ქართველებსაც გვინდა სხვაგან მთებში ბოდიალი.
ნაყიდ ბილეთზე მითხრეს დარეზერვებულია და რომ ჩახვალ დაიკარგები და გააუქმებო. რას ვიზამთ სასაზღვრო პოლიცია თავის საქმეს აკეთებს. ქვეყანა გვაქვს უკუღმართი. ბოლოს დარწმუნდნენ, რომ ნაყიდი იყო და პოლონეთის ვიზამაც მიშველა: ჩასულია და უკანაც გამობრუნებულიო :დ ასე, რომ....
ანუ კაი დაგეგმვა გინდა. პრინციპში ეგეც საკითხავია კარგად დაგემვა ჯობია თუ საითაც წონა გადაგწონის იქით დაადებ თავს :დ :დ
თუ რამე დაგჭირდება ეპიკირებაზე იკითხე და აქ ვართ . თითქმის ყოველდღე :დ